და აცხადებს, რომ რამდენჯერმე მიმართა წერილით, სადაც საუბარი იყო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, პოლიციაში და სოფელ ნიგვზიანში არსებულ უკანონობაზე, თუმცა ოზურგეთის პროკურატურიდან არანაირი რეაგირება არ არის.
“გურია ნიუსი” ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორს მამუკა ნადირაძეს დაუკავშირდა: “ხვიჩა სვანიძის შემოსულ განცხადებებზე წინასწარი მოკვლევა ჩატარდა და პასუხებიც ეცნობა. წერილი 2-ჯერ გავუგზავნეთ სოფელ ნიგვზიანში.
სვანიძე წერილში უთითებს, რომ 2010 წელს გასამართლებულია ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის. ამბობს, რომ ნარკოტიკული ნივთიერების მომხმარებელი ვიყავი _ შენახული მქონდა. სამართალდამცავებს თავად ვაჩვენე ნარკოტიკული საშუალება სად მქონდა შენახული. მაგრამ, ვეჭვობ რომ ცოტა დამიმატეს და ამიტომ მაქვს პრეტენზია პოლიციელების მიმართო. განცხადებაში, ასევე, საუბრობს, სოფელში 1980 წლიდან მოყოლებულ დარღვევებზე, მითითებული აქვს სხვადასხვა დანაშაულის ფაქტებზე. რა თქმა უნდა, განცხადება შევისწავლეთ. რიგ ფაქტებზე ლანჩხუთის პოლიციაში მიმდინარეობს გამოძიება. ზოგიერთ ფაქტზე გამოკითხულები, მათ შორის მისი ახლო ნათესავი ბიძა უთითებენ, რომ მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. რაც ვიზუალურად, საუბრისას ეტყობა.
მის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, დაიკითხა პოლიციის ყველა ის თანამშრომელი, ვისაც ამ საქმესთან შეხება ჰქონდა. არ დადასტურდა, რომ პოლიციის თანამშრომლებს კანონსაწინააღმდეგო ქმედება ჩაედინოთ. აქედან გამომდინარე, ხვიჩა სვანიძეს ამ განცხადებაზე გამოძიება არ დაწყებულა და ამის შესახებ ვაცნობეთ,” _ განაცხადა ნადირაძემ.

































































