დღევანდელ სხდომაზე ადუაშვილის ოჯახმა დუმილი დაარღვია და მკვლელობასთან მომღერალ სოსო პავლიაშვილის კავშირზე ალაპარაკდა. მოკლული ბიზნესმენის დედა ლარისა ეფრემიძე აცხადებს, რომ ბრალდებულ ვახტანგ ჩხაპელიას, რომელიც სოსო პავლიაშვილის დის ქმარია, მისი შვილის მოკვლის მიზეზი არ ჰქონდა. დედის თქმით, ადუაშვილის მკვლელობით სხვა პირი იყო დაინტერესებული. ლარის ეფრემიძემ ვრცლად ისაუბრა სოსო პავლიაშვილის და მისის შვილის მეგობრობაზე და განაცხადა, რომ პავლიაშვილი ცრუობს, როცა იგი აცხადებს, რომ მის შვილს ფულს დახმარების მიზნით უგზავნიდა.
“თუ ჩემი შვილის მოვალე არ იყო, ფულს ყოველთვიურად რატომ უგზავნიდა? ამ დროს კი თავისი და სოციალურად დაუცველებში იყო და დახმარებას სახელმწიფოსგან იღებდა. რამდენმა მეგობარმა დაურეკა სოსოს დასახმარებლად, მაგრამ ყველას უარი უთხრა,” _ აცხადებს ადუაშვილის დედა.
სასამართლოზე ადუაშვილის დედის დაკითხვის დროს, ბრალდებული ვახტანგ ჩხაპელია შეუძლოდ გახდა. ამ დროისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოში სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულ ჩხაპელიას გულის შეტევა მოუვიდა.































































