მზიას ორივე შვილი _ ლიზი და საბა ჯანმრთელობაშერყეული ბავშვებია და მუდმივ მკურნალობას საჭიროებენ. ორივე პატარას ასთმა აქვს, საბას გულის მანკიც აწუხებს, თვალის პრობლემაც აქვს, რამაც ასაკის მატებასთან ერთად მკვეთრად იჩინა თავი.
როგორც დედა ამბობს, ნოემბერში „კარაფს მედლაინში“ ოპერაციაა დაგეგმილი, ექიმიც შერჩეულია, მაგრამ ოპერაციის თანხა არ აქვ., სწორედ ამიტომ საბა ნოზაძის სახელზე ლიბერთი ბანკში ანგარიში გაიხსნა.
“ვიცი ბევრი მკითხველი გყავთ და ისიც ვიცი, ყოფილა შემთხვევები მკითხველი გამოხმაურებია თქვენს სტატიებს. გთხოვთ, გულთან ახლოს მიიტანოთ ჩემი პატარების გასაჭირი და ანგარიშის ნომერი თქვენს სააგენტოზე გამოაქვეყნოთ. მჯერა, კეთილი ხალხი არ დაილევა ამ ქვეყნად და 1 ლარს მაინც გაიმეტებს საბასთვის,” _ გვითხრა ქალბატონმა მზიამ.
ჩვენც ვთხოვთ მკითხველს, კიდევ ერთხელ გამოიჩინონ გულმოწყალება და დაეხმარონ პატარა საბას.
ანგარიშის ნომერი GE18LB0711184981181000
მფო 220101476
ასევე მოქმედებს საქველმოქმედო ზარი ყველა მობილური ოპერატორისგან: 0901700034
პატარა საბა დახმარების მოლოდინშია, იქამდე კი ცდილობს სხვა ბავშვებივით იცხოვროს, თუმცა, რომ არ გამოსდის, გული სწყდება და დედის კალთას ამოფარებული ჩუმად ტირის.
































































