სადაც მიკროავტობუსი, რომელსაც არალეგალი ქართველები თხილის პლანტაციებში გადაჰყავდა, ავტოსაგზაო ავარიაში მოყვა.
დაღუპული საქართველოს მოქალაქე მამაკაცია. თუმცა, თურქმა სამართალდამცველებმა მისი ვინაობის დადგენა ჯერჯერობით ვერ მოახერხეს. ამ დროისათვის იგი ქალაქ ფაცის სახელმწიფო საავადმყოფოს პროზექტურაშია დასვენებული.
გარდაცვლილის გარდა, მიკროავტობუსში მსხდომი მგზავრებიდან სულ 9 ადამიანი დაშავდა, რომელთა სხვადასხვა ხარისხის სეხეულის დაზიანებები აღენიშნებათ. თურქული მედია (ინტერნეტგამოცემა www.pirsushaber.com), რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია გაავრცელა, დაღუპულ და დაშავებულ საქართველოს მოქალაქეთა ვინაობას არ ავრცელებს.































































