სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისში კეკელიძის ქუჩაზე მდებარე სკვერში დააკავეს. მას პირადი ჩხრეკისას „ჩე-ზე 75“-ის მოდელის არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, ერთი მჭიდი და 13 საბრძოლო ვაზნა აღმოაჩნდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).