“მინდა შევახსენო ჩემი ქვეყნის მოსახლეობას, რომ საქართველოში არასდროს მომხდარა რელიგიური დაპირისპირება,ეს არის ჩვენი ხალხის უდიდესი განძი რომელმაც საუკუნეებს და ისტორიის ქარტეხილებს გაუძლო და დღევანდლამდე მოვიტანეთ!
მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ ნებისმიერი რელიგიური საფუძვლის მქონე კონფლიქტი არ ასახავს საერთო მდგომარეობას ქვეყანაში და არის ცალკეული, სხვადასხვა მიზეზით მოტივირებული ადამიანების ან მცირე ჯგუფების მოწყობილი პროვოკაცია.
მოვუწოდებ ყველა მოქალაქეს გაიხსენოს პრემიერ-მინისტრის განცხადება აღმსარებლობის თავისუფლების კონსტიტუციური უფლების შესახებ!
მოვუწოდებ ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს გაითავისონ კათოლიკოს- პატრიარქის შეგონება მოყვასის სიყვარულზე მიუხედავად იმისა რომელ სალოცავში დადის ის.
აგრეთვე მინდა შეგახსენოთ ყველას, რომ პოლიტიკურად ურთულეს პერიოდში ვიმყოფებით და არჩევნებამდე მოსალოდნელია არაერთი ხელოვნურად შექმნილი პრობლემა თუ პროვოკაცია. ყველამ ვიცით რის ფასად მიიღწევა ვალდებულებად აღბული კოჰაბიტაცია და ყველამ ვიცით რამდენად დესტრუქციულია ძალიან ბევრი, ჯერ კიდევ სხვადასხვა თანამდებობაზე მყოფი ჩინოვნიკი.
როგორც ამ ქვეყნის მოქალაქემ მინდა სინანული გამოვხატო სააკაშვილის მორიგ გამოხტომაზე, მეჩეთის და დავით აღმაშენებლის სახელის გამოყენებაზე თავისი საფუძველს და მიზანს მოკლებული პიარისთვის… მისი უსირცხვილო განცხადებები თანაგრძნობადაც კი არ ღირს.
რა შეიძლება უთხრა მას– ვისი ფასიც კაპიკია და მილიარდებით აფასებს თავის პერსონას?
რა შეიძლება ითქვას რეჟიმის ლიდერზე– რომლის გასამართლებას ითხოვს ხალხი, და არა ცალკე აღებული რომელიმე პოლიტიკოსი?. არანაირ პოლიტიკურ და პიროვნულ ფასეულობას ქვეყნისთვის , ხალხისთვის და ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლებისთვის ვინმე სააკაშვილი არ წარმოადგენს რომ მას რამე ფასი დაედოს ან ვინმესგან იდევნებოდეს.
იგი არის ქვეყნის პოლიტიკური წარსულის ნაწილი, თანამედროვე საქართველოს სირცხვილი და მას არ აქვს ადგილი ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ მომავალში. მე პირადად გაგებით ვეკიდები მის პანიკას მოსალოდნელი ბრალდებებისადმი და ყველას მოგიწოდებთ დაველოდოთ კანონის და სამართლიანობის ჩარჩოში მოქცეული მოვლენების განვითარებას”.