სპეციალური დანიშნულების რაზმის მიერ, 26 მაისს, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ “სახალხო კრების“ საპროტესტო აქციის დარბევისას ჟურნალისტებიც დაზარალდნენ. სპეცრაზმელებმა კორესპონდენტები ალყაში მოაქციეს და ხელკეტებით ცემეს, ზოგიერთმა მათგანმა რეზინის ტყვიებით სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო. რამდენიმე ჟურნალისტი დააკავეს.