როგორც სამინისტროში აცხადებენ. პატიმარი უკვე სარგებლობს ეტლით, რომელიც მას ოჯახმა შეუგზავნა კოლონიაში. ასევე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაცნობად ადგილზე იმყოფებოდა სამინისტროს ჯანდაცვის განყოფილების წარმომადგენელი.
როგორც ირკვევა ირაკლი პერტიას უკვე ჩაუტარდა ელექტრომაგნიტური გამოკვლევა, რომლის პასუხების შემდეგ გახდება ცნობილი, სჭირდება თუ არა მას ოპერაცია: _ თუ შედეგებმა აჩვენეს რომ პატიმარი საჭიროებს გადაუდებელ ქირურგიულ ჩარევას, მას აუცილებლად გაუკეთდება ოპერაცია, სხვა შემთხვევაში კი გაუგრძელდება მედიკამენტოზური მკურნალობა, _ აცხადებენ სასჯელაღსრულების სამინისტროში.