სადაც იქ არსებული სასწავლო დაწესებულებების მდგომარეობას გაეცნენ.
როგორც კალაძემ განაცხადა, მალე სამტრედიის სკოლების გაზიფიცირება დაიწყება. მინისტრები სამტრედიის მე-8 საჯარო და დაბა გომის სკოლებში იყვნენ. მე-8 სკოლაში მალე სახურავს გამოცვლიან, ხოლო დაბა-გომის სკოლაში სახურავთან ერთად კარ-ფანჯრების გამოცვლაც მოხდება.
ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, სკოლებში გაზიფიცირების პროცესი მიმდინარე წელს დაიწყება და მომდევნო წელს დასრულდება.