https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

დავით ბედიას მამა და სოსო ალავიძის ბიძა _ “რა უფლებით მიყურადებთ აკადემიკოს კაცს?!”

21:08; 30.08.2013
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ქვეყანაში გამოცდის გარეშე ტექნიკა არ შემოვიტანოთ.  არ შეიძლება მრავალმარკიანობის შექმნა. დავუშვათ შემოვიდა ტრაქტორი, რომელიც იმუშავებს ერთ წელი, წელიწადნახევარი, მაგრამ, ტექნიკური მოვლა ხომ უნდა იმას. ყველა ტრაქტორს რემონტის საკუთარი ტექნოლოგია აქვს.  უბედურება ის არის, რომ  სპეციალისტებს არაფერს ეკითხებიან, აგრარული უნივერსიტეტი დაშლილია, მექანიზაციის ფაკულტეტი აღარ არსებობს.“ _ აცხადებს “გურია ნიუსთან” პროფესორი ომარ ბედია.

როგორ აღმოჩნდა “ტრაქტორების საქმეში” შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსის, დავით ბედიას მამა და თბილისის პოლიციის სამმართველოს ყოფილი შეფის სოსო ალავიძის ბიძა ომარ ბედია?

ბრალდების თანახმად, ე.წ  “ტრაქტორების საქმის” ორი ბრალდებულისთვის, გ.ქაიხოსროშვილისათვის და ვ.ნახუცრიშვილისათვის ცნობილი გახდა, რომ საგამოძიებო ორგანოს მიერ, ლ.სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დანიშნული იყო ავტოტექნიკური ექსპერტიზა ტრაქტორ ზეტორ პროქსიმა 120″-სა და ტრაქტორ “ნიუ ჰოლანდ ტდ 5 – 110”-ის ტექნიკური მახასიათებლების შედარების მიზნით.

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ.ქაიხოსროშვილმა 2013 წლის აპრილის ბოლო რიცხვებში ექსპერტიზის დასკვნის შეცვლის მიზნით რამდენჯერმე მიმართა ექსპერტ ე.შაფაქიძეს და სთხოვა არ დაეფიქსირებინა ტრაქტორ “ნიუ ჰოლანდ TD5 110”-ის უპირატესობა ტრაქტორ “ზეტორ პროქსიმა 120”-თან მიმართებით, რითაც არსებითად იცვლებოდა კანონიერად წარმოებული საექსპერტო კვლევის შედეგები.

ბრალის შესახებ დადგენილების თანახმად, ვ.ნახუცრიშვილი ასევე დაუკავშირდა ექსპერტ ე.შაფაქიძის მეგობრის, თენგიზ ურუშაძის შვილს – თეო ურუშაძეს და ექსპერტ ომარ ბედიას დის შვილს – იოსებ ალავიძეს და მათთან ერთად არაერთხელ მიმართა ექსპერტებს თხოვნით, რათა თავიანთ დასკვნაში არ დაეფიქსირებინათ ტრაქტორ “ნიუ ჰოლანდის” უპირატესობა “ზეტორთან” მიმართებით, რის გამოც როგორც გამოძიება მიიჩნევს, ვ.ნახუცრიშვილმა, თ.ურუშაძემ და გ.ქაიხოსროშვილმა ჩაიდინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული (ზემოქმედების განხორციელება ექსპერტზე).

რა მოხდა სინამდვილეში, ამაზე ომარ ბედია “გურია ნიუსთან” დეტალურად საუბრობს

_ ბატონო ომარ, თქვენ რატომ  მოგმართეს ექსპერტიზის ჩასატარებლად?

_ შსს ანტიკორუფციული სააგენტოს საგამოძიებო მთავარი სამმართველოს უფროსმა ჯამასპიშვილმა მოწერა წერილი აკადემიას,  სადაც იგი ითხოვდა, წარმოდგენილი მასალების მიხედვით ტრაქტორების  შედარებას. ეს წერილები აკადემიის პრეზიდენტმა დაგვაწერა მე და შაფაქიძეს. იმ წუთში, ჯერ წერილი მოსულიც არ იყო, აკადემიაში მოვიდა გამომძიებელი გურამ როგავა. ჩვენ ვუთხარით, რომ ჩვენ არ ვართ ექსპერტები, ჩვენ ვართ სპეციალისტები. როგორც კი მოვიდა როგავამ თქვა: ორი ტრაქტორია, ტექნიკური მონაცემები ქაღალდზეა და გთხოვთ დაადგინოთ, რომელია უკეთესიო. მე პირდაპირ ვუთხარი გურამს, რომ ამის დადგენა უნდა მოხდეს გამოცდების შედეგად. მონაცემები დაუტოვეს შაფაქიძეს.

ჩვენ რაც მოგვცეს მონაცემები ჩავსვით ამ ფორმულაში. გამოვიდა, რომ ტრაქტორი “ნიუ ჰოლანდი” ნაკლებად ბუქსაობს ვიდრე “ზეტორი” ვინაიდან, “ზეტორს” აკლია 200-250 კგ წონა. რაც დავწერეთ ჩვენს შეხედულებაში. ასევე ჩემი დაჟინებული მოთხოვნით ჩავწერეთ, რომ “ვინაიდან ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა შემოტანა უნდა განხორციელდეს წინასწარი ჩატარებული გამოცდის საფუძველზე, რაც გამორიცხავს ტექნიკის მრავალმარკიანობას, სიჭრელეს, ასევე გამორიცხავს მათი მომსახურების სირთულეს. ტექნიკის რაციონალური შემოტანა განაპირობებს ქვეყნის სოფლის მეურნეობის შემდგომ მზარდ განვითარებას.” ეს იყო და ეს. ხელი მოვაწერეთ მე და შაფაქიძემ, ეს გაიგზავნა. აქ არსად არ წერია,  არსად არ მითქვამს და არც ახლა ვამბობ “ზეტორი” ჯობია თუ “ნიუ ჰოლანდი”.  ჩვენი დაწერილი შეხედულება გადასცეს სამხარაულის სახელობის ეროვნულ ექსპერტიზის ბიუროს. რატომღაც სამხარაულის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროს კაცის შვილი არ ახსენებს. იმან დაწერა ყველაფერი და ჩვენი ნაწერის რაღაც ნაწილი გამოიყენა.

პირველი მონაცემებით, სუფთა თეორიულად   “ნიუ ჰოლანდი” არ იბუქსავებდა, ხოლო “ზეტორი” იბუქსავებდა.  როგორც კი მოიტანა გველესიანმა “ზეტორის” მეტი წონა, ნაწილობრივ შეიცვალა დასკვნა. დაიწერა, რომ როგორც გაანგარიშებიდან ჩანს, ტრაქტორ “ნიუ ჰოლანდს” ნიადაგთან მარაგი შედარებით მეტი აქვს ვიდრე ტრაქტორ “ზეტორს”. მაგრამ, იცით რაშია საქმე, წონა არ შეიძლება უსასრულოდ გაზარდო. ვინაიდან ახალი მონაცემები იყო, ჩემი დაჟინებული მოთხოვნით  ჩავწერეთ, რომ “ჩატარებული თეორიული გამოკვლევები ვერ იძლევა ერთი ტრაქტორის მეორეს მიმართ უპირატესობის დამტკიცების საშუალებას. ამის დასადგენად საჭიროა საველე-საექსპლოატაციო გამოცდების ჩატარება, მით უმეტეს, რომ დამატებითი მოძიებული მასალების მონაცემები არ ემთხვევა წარმოდგენილ პარამეტრებს. (განსაკუთრებით მასების შემთხვევაში), რაც გავლენას მოახდენს ტრაქტორების წევით თვისებებზე და ბუქსაობაზე.” _აი ეს არის ჩვენი ცოდვა ამ საქმეში.

_ რატომ შეცვალა სამხარაულის სახელობის ეროვნული ექსპერტიზის ბიურომ მონაცემები. რა იყო ამის მიზეზი?

_ ეროვნული ექსპერტიზის ბიურომ მოიძია საბაჟო დოკუმენტები, სადაც აღმოაჩინა ეს წონა. მე ვუთხარი, რომ თუ გინდათ ხელი მოგიწეროთ, უნდა ჩაწეროთ ჩვენი შეხედულება-თქო. აუცილებლად უნდა ჩაიწეროს, რომ გამოცდაა საჭირო. ეს იყო პარასკევი დღე. კი ბატონო, ორშაბათს მოვიტან დაბეჭდილსო. სხვათაშორის, მე არ მაქვს ეროვნული ექსპერტიზის საბოლოო დასკვნაა. ჩვენ დავწერეთ მხოლოდ შეხედულება.

ორშაბათს შაფაქიძის კაბინეტში მოვიდა გველესიანი, რომელსაც ვიღაცა ბიჭი მოყვა. ალბათ  ის  იღებდა ფარული კამერით. გველესიანმა მოიტანა დასკვნა. ვნახე და ვეკითხები, სად არის ჩვენი შეხედულება. პარასკევს ხომ შევთანხმდით, რომ ჩაამატებდით მეთქი. არა, როდის შევთანხმდითო.  მაშინ იცოცხლე, დავურტყი მაგიდაზე,  _ პატარა ბავშვი ხომ არ გგონივარ, ჩვენ შევთანხმდით და ჩაწერეთ, თუ არ ჩაწერთ, თქვენ არც წერილი მოგიწერიათ ჩვენთან და არც ხელშეკრულება გაგიფორმებიათ და რომ იცოდეთ ეს ანაზღაურებადია და ფულიც უნდა მომცეთ მეთქი. არ ჩაწერთ და კარგად იყავით მეთქი.

_ დაკითხვის დროს თქვენზე რამე ზეწოლა ხომ არ ყოფილა?

_ გამომძიებელი კარგი ადამიანი იყო. შემოვიდა პროკურორი რიჟამაძე და მეუბნება, _ აი, მე თქვენ ამას გიჩვენებთ, იმას გაჩვენებთო. თურმე ჩემი 7 თუ 8 ლაპარაკი ჩაწერილი ქონიათ. მეკითხება, რა უნდოდა თქვენთან სოსო ალავიძეს და რატომ მოჰყვა ნახუცრიშვილიო?  ვუთხარი, სოსო ალავიძე ჩემი დისშვილია, ნახუცრიშვილი არის მისი მომავალი მძახალი და ქორწილის შესახებ უნდა გვესაუბრა-თქო.

როგორც თქვენ მოგიყევით, ისე მოვუყევი მათაც ყველაფერი. გამოძიებას აინტერესებდა ვიცნობდი თუ არა ქაიხოსროშვილს, თუმცა მე მას არ ვიცნობ. ერთხელ აქ იყვნენ მოსულები და ვთქვი,  ეჭვი მაქვს ის არის მეთქი. ქაიხოსროშვილმაც ახსენა, შაფაქიძესთან რომ ვიყავით მისული, ბედიაც ესწრებოდაო. შეიძლება ვესწრებოდი კიდეც, მაგრამ პიროვნება ქაიხოსროშვილი არ გამიცნია  და მისთვის ხელი არ გამიწოდებია.

იცით, მანამდე რა მოხდა? ჩემს შვილს გაუკეთეს ოპერაცია  და მის სანახავად ვიყავი სახლში მისულია. ამ დროს დარეკა შაფაქიძემ ჩემს მობილურ ტელეფონზე, მითხრა, – რა ვქნა ბიჭო შემჭამესო.  მე უვთხარი, დამანებე თავი და აგერ ჩემს შვილს დაელაპარაკე-თქო. ელაპარაკა ჩემს შვილს.   დათოს წითელ დიპლომზე აქვს დამთავრებული მექანიზაციის ფაკულტეტი, მერე დაამთავრა იურიდიული. შაფაქიძე იყო ჩემი შვილის დეკანი. დათოს კითხა, რა ვქნა ამ ექსპერტიზის დასკვნაზაო? დათომ უპასუხა, თქვენს მოსაზრებას რომ ჩაწერენ არ გაქვთ უფლება, უნდა მოაწეროთ ხელიო. სწორად გაქვთ გარიაჩკინის ფორმულით გაკეთებულიო. ამ დიალოგზე გამომძიებელი მეკითხება, _ თქვენი შვილი რა რჩევა დარიგებას აძლევდაო. მე ვუთხარი, რომ ჩემი შვილის სპეციალობით  მექანიზატორია. ამ ყველაფრის შემდეგ, ტელევიზორი ჩავრთე და რა ხდება! თურმე მე ვარ მაფიოზი, სოსო ალავიძე გაქცეულია და ჩემი შვილი მეთაურობს ყველაფერს. ეს როგორი მოსასმენია, მითხარით.

მეორე დღეს ისევ მოვიდა გველესიანი, რომელმაც ექსპერტიზის ბიუროდან კი არ მოიტანა წერილი, არამედ მოიტანა ვიღაცა გამომძიებელ გოგატიშვილის წერილი. ბოლოში ეწერა, _  თუ მომატყუებ პასუხისმგებლობა არ აგცდებაო. აი ეს არის ზეწოლა!  როგორ შეიძლება, ჩვენი გამოთქმული მოსაზრებების გამო ხალხი დააკავო?

­_ როგორ შეაფასებთ ტრაქტორების შეჯიბრს, რომლის ამსახველი კადრებიც შსს-მ გაავრცელა?

_ ეს შეჯიბრი კი არა, სისულელეა. შსს-ს პრესცენტრი გიორგობიანი გამოვიდა და მედიით განაცხადა, გამოცდები 4 პარამეტრით ჩატარდაო. საცდელი ხნულების გატარება, მიწის მოხვნა, სიღრმე და მოხვნის დრო. გამოცდების დროს ასეთი რაღაც არ კეთდება. გამოცდა სულ სხვანაირად უნდა ჩატარდეს. უნდა დადგეს ორივე ტრაქტორი. გაკეთდეს ტექნიკური ექსპერტიზა. ანუ როგორ მუშაობს ძრავი, რამე პრობლემა ხომ არ აქვს კვებით სისტემაში. ამათ სხვადასხვა გუთანი აქვთ დაყენებული. შეიძლება სხვადასხვა წონაც იყოს. შეიძლება კორპუსშიც იყოს სხვაობა.

გუთანი უნდა დაყენდეს 25 სმ ან 30 სმ სამუშაო სიღრმეზე, გატარდეს პირველი ხნული. შემდეგ, მოინიშნოს 50 მეტრიანი ნაკვეთები და ამ ნაკეთზე ჯერ უნდა გაისინჯოს ტრაქტორები უკუსვლაზე, დადგინდეს ოპტიმალური სიჩქარე. რაც საჭიროა ხნულისთვის და მერე უნდა დავიწყოთ სათითაოდ გამოცდა. მექანიზატორიც კი ერთიდაიგივე უნდა იყოს. რადგან სხვადასხვა მექანიზატორს სხვადასხვა მუშაობის სტილი აქვს. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ   “ნიუ ჰოლანდის” ტრაქტორი, რომელსად დატვირთვა დიდი არ აქვს _ ბოლავს. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ძრავს უჭირს. კადრებში ეს ჩანს. ე.ი. უნდა განსაზღვრულიყო გამოცდების დროს ტრაქტორის მოძრაობის სიჩქარე და  არავითარი მოხვნის დრო. ასეთი ტერმინი არ არსებობს. უნდა განსაზღვრულიყო მწარმოებლურობა რომელს რამდენი აქვს. ასევე აქ საუბარია ხვნის ხარისხზე. მაგრამ, ხვნის ხარისხი ასე არ ტარდება. უნდა განსაზღვრულიყო თხემიანობა. უნდა შეადარო მოხვნის ფსკერი, ანუ ძირი. უნდა აიწიოს და პროფილით უნდა გატარდეს თუ რამდენია სხვაობა კორპუსებს შორის + – 2 სმ უნდა იყოს, მეტი არა. გაისინჯოს სითანაბრე. ეს გუთნის საქმეა და არა ტრაქტორის. მე დარწმუნებული ვარ, ორივე ტრაქტორი ტექნოლოგიურ პროცესს მშვენივრად შეასრულებს. აქ ძირითადად საუბარია წნევის წინაღობაზე და მოძრაობის სიჩქარეზე, რომელი უკეთესად დაძლევს.  ასევე უნდა განისაზღვროს საწვავის ხარჯი, რამდენს და რომელ საწვავს ხმარობენ. სხვაობას ამოიღებ თუ სხვადასხვა საწვავია. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ მითქვამს ერთი ტრაქტორი ჯობია თუ მეორე. მინდორში რომ გავიყვან ორივეს, მაშინ ვნახავ და ვიტყვი, რომელი ჯობია. ეს არის ჩემი საბოლოო ვერდიქტი. ეს ტრაქტორისტის დონეზე ჩატარებული გამოცდაა.

ჩემი ტელეფონი, ნებისმიერი ჩემი გადაადგილება, ტუალეტში რომ შევდიოდი ისიც კი, გადაღებული აქვთ. მე ეს განვაცხადე მინისტრის მოადგილესთან. არაფრით არ დავტოვებ. 70 წლის კაცი ვარ და ჩემთვის ასეთი შეურაცხყოფა არავის არ მოუყენებია. მე გამოძიებასთან არაფერი პრეტენზია არ მაქვს. მაგრამ, რა უფლებით მიყურადებ აკადემიკოს კაცს?!

_ თვალთვალის ფაქტზე რომელი მინისტრის  მოადგილესთან განაცხადეთ?

_ ამას არ აქვს მნიშვნელობა. ჩემს შვილსაც გადასწვდნენ. ჩემი შვილი აღარ არის კრიმინალური დეპარტამენტის უფროსი.

_ დავით ბედიას მამა რომ ხართ, იმიტომ ხდება ეს ყველაფერი?

_ დიახ, ამიტომ_იმიტომ. სოსო ალავიძის ბიძა რომ ვარ იმიტომ. ვერ დაუდგენია თარგამაძეს რა არის ერთმანეთის სოსო ალავიძე და დავით ბედია. მე ვეტყვი: ბიძაშვილ-მამიდაშვილია. იქნებ ეს დაადგინოს თავგასიებულმა თარგამაძემ.

თურმე, სოსო ალავიძის ბიძა ვყოფილვარ. დიახ, ბიძა ვარ სოსო ალავიძის და მესახელება რომ მისი ბიძა ვარ! “ნიუ ჰოლანდის” წარმომადგენელს, გოგსაძესაც მინდა მივმართო, რომელიც ჩემი გენიალოგიითაა დაინტერესებული. ჯობია გოგსაძემ თავისი გენიოლოგია შეისწავლოს.  თუ უნდა ტრაქტორებზე მუშაობა იმუშაოს, თუ არა გენიალოგიაზე დაიწყოს მუშაობა. მე რა სახელიც მაქვს,  წავიდეს და გაიგოს ქვეყანაზე.

გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

სახალხო დამცველის რეკომენდაცია საქართველოს პრეზიდენტს

საქალაქო სასამართლო ვიდეო-გადაღების შეზღუდვაზე განმარტებას აკეთებს

ყველა სიახლე

საზოგადოება

“ან გაწმინდონ, ან მარილი დაყარონ” _ რა ხდება რიკოთის უღელტეხილზე

21:08; 30.12.2025
ფინანსები

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა

18:16; 30.12.2025
სამართალი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ცხრა პირი დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

16:08; 30.12.2025
ფინანსები

ბიძინა ივანიშვილის ქონება ერთ წელიწადში $4 მილიარდით შემცირდა

15:30; 30.12.2025
პოლიტიკა

ევროკავშირის ახალი მექანიზმი უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ ძალაში დღეიდან შედის

14:20; 30.12.2025
სამართალი

“ნუ დაელოდებით მაღალი სიცხის 3-4 დღიან პერიოდს” _ ივანე ჩხაიძე მშობლებს მიმართავს

13:42; 30.12.2025
სამართალი

ოთარ ფარცხალაძე ბრალდებას არ აღიარებს – სასამართლო მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს

13:01; 30.12.2025
საზოგადოება

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

12:59; 30.12.2025
ფეისბუქსტატუსები

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025
საზოგადოება

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 63 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

11:45; 30.12.2025
საზოგადოება

საქართველოს ბანკმა ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა „სანამ ბიზნესს დაიწყებთ“ შექმნა

11:39; 30.12.2025
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 3 იანვრამდე

11:01; 30.12.2025
საზოგადოება

თოვა, ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა – უახლესი ინფორმაცია გზებზე დაწესებული აკრძალვების შესახებ

10:50; 30.12.2025
ზაფრანი

როგორ უნდა გაათავისუფლოთ სახლი ნეგატივისგან, ახალი წლის დადგომამდე   

10:36; 30.12.2025
ზაფრანი

იყავით ახალი წლის დედოფალი

10:35; 30.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025
0

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო