ჩვენ ყველანი ვაფასებთ საქმისადმი მათ ერთგულებასა და თავდადებას. და დღეს, მე არ შემიძლია არ გავითვალისწინო მათი სურვილი გააგრძელონ საქმიანობა. ამიტომ, მე და ჩემი ოჯახი ვითვალისწინებთ საინფორმაციო სააგენტო ,,ინფო 9“–ის მენეჯმენტის თხოვნას და თანხმობას ვაცხადებთ ჩვენს საკუთრებაში არსებული საინფორმაციო სააგენტოს არამატერიალური ქონება – ბრენდი, სახელი – “ინფო 9”, ვებმისამართი და არქივით სარგებლობის უფლება გადაეცეს “ინფო 9”-ის მენეჯმენტს.
რაც შეეხება სააგენტოსთვის აპარატურის მცირე ნაწილის განვადებით და გამოსყიდვის უფლებით გადაცემას, როგორც ამას მენეჯმენტი ითხოვს, ჩვენ გადავწყვიტეთ ვაჩუქოთ ის აპარატურა, რომელიც პირველ ეტაპზე საჭიროა სააგენტოს ფუნქციონირებისთვის.
წარმატებებს ვუსურვებთ ,,ინფო 9“–ს.” _ ამ განცხადებას ბიძინა ივანიშვილი თავის ოფიციალურ “ფეისბუქზე” აქვეყნებს.