როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 26 მაისის ღამეს რუსთაველის გამზირზე სამართალდამცველებმა “სახალხო კრების” მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია დაარბიეს. როგორც შსს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა შოთა უტიაშვილმა განაცხადა, დარბევის დროს “კრების” ერთ-ერთი ლიდერის – ნინო ბურჯანაძის, ესკორტი რუსთაველის გამზირიდან დიდი სიჩქარით დაიძრა და რამდენიმე ადამიანს შეეჯახა, რომელთაგან ორი – პოლიციელი ვლადიმერ მასურაშვილი და მომიტინგე ნოდარ ცხადაძე შემთხვევის ადგილზევე დაიღუპნენ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved