შეგახსენებთ, რომ პირველი აპრილიდან 67 წლამდე პირთა ყოველთვიური შემოსავალი 110 ლარიდან 125 ლარამდე გაიზარდა. პენსია 100 ლარიდან 125 ლარამდე გაიზარდა პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვისაც, ცვლილებები შეეხო სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ოჯახებსაც. ახალი ინიციატივის მიხედვით, თითოეული ოჯახის პირველი წევრი თვეში 30 ლარის ნაცვლად 60 ლარს იღებს, შეწყვეტილი დახმარება 2 721 ოჯახს აღუდგა, შეჩერებული დახმარება კი 905-მა ოჯახმა მიიღო.
1 აპრილიდან 2005 წელს ძალოვანი სტრუქტურებიდან გათავისუფლებულთა პენსიები დამოკიდებული იქნება მათ სტაჟსა და ასაკით პენსიონერობაზე. პენსიების გადაანგარიშება მოხდა ავიაციაში მომუშავე პირებისთვისაც. ამ ყველაფრისთვის ბიუჯეტიდან დამატებით 19 მილიონი ლარი გამოიყო
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თუკი 2011 წელს სოციალური დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფისთვის გამოყოფილი იყო 1 281 301. 0 ლარი, ხოლო 2012 წელს 1 379 602. 2 ლარი, 2013 წლის ბიუჯეტში სოციალური დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფისთვის გამოყოფილია 1 654 722.0 ლარი.