და მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელთან, თამაზ ჯინჭარაძესთან შეხვედრას ითხოვდა. ჯინჭარაძეს მოსახლეობა სოფლის ერთ-ერთი მთავარი პრობლემის მოგვარებას სთხოვდა _ სოფელ გუთურში გაზიფიკაციის სამუშაოები აღარ მიმდინარეობს. მოსახლეობა უკმაყოფილებას იმის გამოც გამოთქვამდა, რომ გაზის მაგისტრალი რომელიც უკვე შეყვანილია, მხოლოდ ქუჩის ერთ მხარეზეა.
გამგებელთან შეხვედრა ხმაურიანი გამოდგა. მოსახლეობამ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ ამ პრობლემის გამო უამრავი განცხადება დაწერეს და ყველა დაპირებით ისტუმრებდა, მაგრამ რეალურად არაფერი შეცვლილა, მოსახლეობამ ისიც აღნიშნა, რომ მთავარია, ქუჩაზე გავიდეს მაგისტრალი, ხოლო ოჯახებში გაზის შეყვანაზე თვითონ მოსახლეობა იზრუნებს.
_ მე თავიდან არ ვიშორებ პრობლემას, მაგრამ “სოკარი” კერძო კომპანიაა. ერთადერთი, რის პირობასაც ვაძლევ ამ ხალხს, არის ის, რომ ორშაბათიდან სოფელ გუთურში აუცილებლად გაგრძელდება გაზიფიცირების სამუშაოები, თუმცა, სოფელი მთლიანად დაიქსელება თუ არა, ამის თქმა არ შემიძლია. გააჩნია, როგორ და რანაირად არის პროექტი შედგენილი. არ იფიქროთ, რომ ამ სოფელში გაზის შეყვანას ვინმე უშლის ხელს _ გუთური არ არის ერთადერთი სოფელი, სადაც არის გაზიფიცირების პრობლემა, _ აღნიშნა მოსახლეობასთან შეხვედრაზე თამაზ ჯინჭარაძემ.
გაზიფიცირების გარდა, მოსახლეობამ გვერდი სხვა პრობლემებსაც ვერ აუარა _ როგორც შეხვედრაზე აღნიშნეს, სოფელს შუქისა და გზების პრობლემაც აქვთ მოსაგვარებელი.