https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    იური ლომაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ალბანეთის სარეიტინგო სერიების ბრინჯაოს პრიზიორია!

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

    “ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

    “რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

    “მცირე გაფრთხილება კომპანიებისთვის” – რას წერს გია ხუხაშვილი

    “უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანი: „აშშ-სთან მოლაპარაკებები არ იქნება“

    „უგუნური და დესტაბილიზაციის გამომწვევი საქციელია“

    დონალდ ტრამპი: არავის სჯერა, რა წარმატებას მივაღწიეთ, 48 ლიდერი ერთბაშად გაქრა

    ირანის პრეზიდენტი: ხამენეის მკვლელობა მსოფლიოს ყველა კუთხეში მუსლიმების წინააღმდეგ ღია ომია

    ისრაელის თავდაცვა: ირანის საპასუხო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

    ომანის სანაპიროსთან ნავთობტანკერზე თავდასხმა მოხდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“რთველი 2013”-ისთვის მზადება დასრულებულია

6:09; 2.09.2013
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

“რთველი 2013”-ის ორგანიზებულად ჩასატარებლად, გურჯაანში საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან დავითაშვილი ხელმძღვანელობს. შტაბის წევრები სოფლის მეურნეობის, შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები არიან.

“ოფიციალურად შტაბს საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფი ჰქვია, რომელმაც რთველის ორგანიზებულად ჩატარება უნდა უზრუნველყოს. შტაბში შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიმართულებით იმუშავებს. საკოორდინაციო შტაბში ფინანსთა სამინისტრო სუბსიდირების პროგრამით გასაცემი თანხების მონიტორინგის კუთხით არის ჩართული.

საკოორდინაციო შტაბის შიდა ფუნქციები ასეთია: შტაბში მომუშავე ოპერატორებს საწარმოში ჩასაბარებელი ყურძნის რაოდენობისა და ხარისხის აღწერა და ამ მონაცემების ელექტრონულ ბაზაში შეტანა ევალებათ. ოპერატორებს ზედამხედველობას მობილური მონიტორინგის ჯგუფები გაუწევენ, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, ოპერატორებს ჯიშების იდენტიფიკაციაშიც დაეხმარებიან. მონაცემთა ბაზაში მონაცემთა ჯამური რაოდენობის გადამუშავება მოხდება. შტაბის მუდმივი შტატის ფუნქციაა, ადგილობრივ გამგებლებთან და რწმუნებულებთან ერთად, დაგეგმონ და სწორად აკონტროლონ ყურძნის კრეფა გეოგრაფიული და დროის თვალსაზრისით. სოფლის გამგებლებთან და რწმუნებულებთან ერთად, მონიტორინგის ჯგუფის წევრები დაეხმარებიან მეწარმეებს, გლეხებსა და ფერმერებს, ნაკლები შეფერხებებით, რიგების გარეშე შეძლონ ყურძნის მიღება-ჩაბარება. ამოქმედდა ცხელი ხაზიც (2470101), რომელიც 24 საათის განმავლობაში იმუშავებს”, _ განმარტავს ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან დავითაშვილი.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საექსპორტო არეალის გაფართოვებამ, ასევე რუსეთში, როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნებამ, ივლისის მონაცემებით, გასული წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტის 43%-იანი ზრდა განაპირობა. ამ ფონზე, სახელმწიფოს დახმარება სწორი მექანიზმის შექმნისკენ იქნება მიმართული, რომელიც გლეხს უფრო კონკურენტუნარიანს, წარმოების პროცესს კი უფრო თანამედროვეს გახდის. სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხა, ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობას მოხმარდება. ამგვარი მიდგომა ქართულ პროდუქციაზე მოთხოვნას გაზრდის როგორც შიდა, ისე საექსპორტო ბაზარზე. ეს კი, საშუალებას მისცემს ადგილობრივ კომპანიებს გლეხებისგან სულ უფრო მეტ ყურძენი ჩაიბარონ.

სოფლის მეურნეობის მინისტრის შალვა ფიფია ამბობს, რომ წელს სახელმწიფო მეწარმეებს შეღავათიანი აგროკრედიტით დაეხმარება. შეღავათიანი აგროსესხების პროექტს მეხუთე კომპონენტი დაემატება და 50 მილიონი ლარი გაიცემა, რომლის ფარგლებშიც 15-თვიან სესხებს ღვინის კომპანიები მიიღებენ. შეღავათიანი სესხები ღვინის მწარმოებელი კომპანიებისათვის (15-თვიანი სესხი) 12-დან 15%-მდე იქნება, საიდანაც 9%-ს სახელმწიფო დაფარავს. ერთ ლარად, ან ერთ ლარზე მეტ ფასად ყურძნის შესყიდვის შემთხვევაში, სახელმწიფო პირდაპირი დახმარების წესით შესაბამისი თანხით უზრუნველყოფს ღვინის მწარმოებელ კომპანიებს.

2013 წლიდან სახელმწიფო იზრუნებს ბიზნეს სექტორის ინტერესების დაცვაზე და სრულად გაითვალისწინებს გლეხისა და ფერმერის ინტერესებს. სახელმწიფო აღარ იქნება კერძო სექტორის კონკურენტის როლში.

წელს სახელმწიფო სუბსიდიის პროგრამა სრულიად ახლებურად გახორციელდება: სუბსიდიის ბიუჯეტი 25 მილიონ ლარს შეადგენს. სუბსიდიის პროგრამა ყოველგვარი ვაუჩერის გარეშე ეხმარება საწარმოს და ნებაყოფლობითია. სახელმწიფო სუბსიდია 1 კგ რქაწითელსა და მწვანე კახურზე შეადგენს 40 თეთრს, ხოლო 1 კგ საფერავზე _ 25 თეთრს.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, კერძო საწარმოები მხოლოდ ე.წ. კონდიცირებულ, ხარისხიან ყურძენს ჩაიბარებენ.

“სახელმწიფო იზრუნებს კერძო სექტორის ინტერესების მაქსიმალურ დაცვასა და პარიტეტულობის შესანარჩუნებლად გლეხების დახმარებაზე _ არ მოხდება დიფერენცირება მცირე და დიდი ფართობებიდან მიღებული ყურძენის ჩაბარებაზე, თანაბარი პირობები შეიქმნება მეწარმეებისთვის და მცირე ფერმერებისთვის. მეტი ფასის დაწესება ფერმერებს მოტივირებულს გახდის, უფრო ხარისხიანი ყურძენი ჩააბარონ. კერძო სექტორს სჭირდება ხარისხიანი ყურძენი. გლეხებს და მევენახეებს, რომლებიც ვერ მიაღწევენ მეწარმეებთან შეთანხმებას, შეუძლიათ მიმართონ სახელმწიფო საწარმოებს. სახელმწიფო შეასრულებს დამხმარე, სარეზერვო ფუნქციას. წინა წლებისგან განსხვავებით, სახელმწიფო არ შევა პირდაპირ კონკურენციაში კერძო სექტორთან, ანუ უხეშად რომ ვთქვათ, მას არ წაართმევს ყურძენს”, _ აცხადებს ლევან დავითაშვილი.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, რთველი აგვისტოს ბოლოს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან (სოფლები _ სამთაწყარო, ფიროსმანი, საბათლო) დაიწყება, ხოლო 10 სექტემბრიდან რთველში ჩაერთვებიან ჯერ სიღნაღის, შემდეგ კი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლები.

შტაბის ხელმძღვანელი ასევე აღნიშნავს, რომ “რთველი 2013” ერთ-ერთი წარმატებული პროექტი იქნება, რადგან წლევანდელი ახლებური მიდგომები ღვინის მწარმოებლებთან, გლეხებთან და დამოუკიდებელ ექსპერტებთან ინტენსიური მუშაობის შედეგად შემუშავდა.

“რთველი 2013”-ის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე მოსახლეობასთან შეხვედრებსაც მართავს. ლევან დავითაშვილი და ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუკუზანში იმყოფებოდნენ და შტაბის წევრებთან ერთად ადგილობრივ გლეხებსა და ფერმერებს შეხვდნენ.

შეხვედრების მიზანს რთველის ორგანიზაციული საკითხების განხილვა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის შტაბის ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების გაცნობა წარმოადგენს.

საორგანიზაციო შტაბის ხელმძღვანელი ამბობს, რომ წელს, რუსულ ბაზარზე დაბრუნების შემდეგ, მუკუზანზე განსაკუთრებული მოთხოვნაა, რადგან რუსეთში ღვინო “მუკუზანს” კარგად იცნობენ და დიდი ინტერესით ელიან.

სავარაუდოდ, სოფელ მუკუზანში წელს 800 ტონა საფერავი უნდა დაიკრიფოს. ხარისხიანი ნედლეულის ფასი, წინასწარი მონაცემებით, 1 ლარი იქნება, რომლის 25%-ს სახელმწიფო გადაიხდის. საწარმოები უკვე მზად არიან ყურძნის ჩასაბარებლად. რთველი სოფელ მუკუზანში, დაახლოებით, ორ კვირაში დაიწყება.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, სახელმწიფოს განსაზღვრული აქვს, აქტიურად იმუშაოს ისეთი პროგრამების გახორციელებაზე, როგორიცაა:

1. ვენახების ფართობის დადგენა, აღწერა და ვენახების აღრიცხვიანობის საკადასტრო სისტემის შექმნა. დარაიონება ჯიშების მიხედვით;

2. ყურძნის რაოდენობისა და წარმოების მასშტაბების განსაზღვრა სხვადასხვა რაიონების მიხედვით, რათა ამ კრიტერიუმებით გამოიკვეთოს ღვინის სახეობები, რომელიც შეიძლება იყოს გამოყენებული წარმოებაში და რეალიზებული ადგილობრივ ბაზარზე;

3. შიდა კოოპერირება ცალკეული მეურნეობების მიხედვით; ერთობლივი ძალისხმევის ხელშეწყობა მცირე საწარმოების შესაქმნელად და სარეალიზაციო ბაზრებზე გასასვლელად, რის შემდეგაც, მცირე ბიზნესის წარმომადგენლები აღარ იქნებიან დამოკიდებული მსხვილ მეწარმეებზე, სუბსიდირებაზე და ფასების ცვალებადობაზე;

4. სახელმწიფო ხელს შეუწყობს ფერმერთა კოოპერატივების შექმნას, რომელიც პასუხისმგებელი იქნება საკუთარი პროდუქციის რეალიზაციაზე.

(R)

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

როგორი იქნება ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლა _ საპროექტო ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა

13:43; 2 მარტი, 2026
საზოგადოება

ხიდიდან მტკვარში ახალგაზრდა კაცი გადახტა

11:06; 2 მარტი, 2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

10:41; 2 მარტი, 2026
საზოგადოება

საფრანგეთში ქართველი ახალგაზრდა გარდაიცვალა

08:35; 2 მარტი, 2026
საზოგადოება

სესხის გადაუხდელობის შემთხვევაში, შეექმნება თუ არა საფრთხე სხვის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, სადაც ცხოვრობთ – იურისტის განმარტება

18:31; 1 მარტი, 2026

"ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბი დაკომპლექტდა

მოსახლეობა ბუნებრივ აირს ითხოვს

ყველა სიახლე

საზოგადოება

როგორი იქნება ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლა _ საპროექტო ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა

13:43; 2.03.2026
სამართალი

ჩოხატაურში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

12:49; 2.03.2026
პოლიტიკა

საქართველოს მთავრობა საგანგებო განცხადებას ავრცელებს

12:40; 2.03.2026
პოლიტიკა

პაატა ზაქარეიშვილი – ირანში რეჟიმის ჩამოშლა იოლი არ არის, აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაცია არაფერს ნიშნავს, ამით ისტორია არ მთავრდება

12:39; 2.03.2026
პოლიტიკა

რა აკავშირებს ირანის დროებითი სულიერ ლიდერს ალირეზა არაფს საქართველოსთან

11:32; 2.03.2026
სამართალი

ავტობანიდან მანქანა გადავარდა

11:11; 2.03.2026
საზოგადოება

ხიდიდან მტკვარში ახალგაზრდა კაცი გადახტა

11:06; 2.03.2026
ფეისბუქსტატუსები

“აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

11:02; 2.03.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

10:41; 2.03.2026
ზაფრანი

ვინ მდიდრდება იშვიათად

10:32; 2.03.2026
მსოფლიო

ირანი: „აშშ-სთან მოლაპარაკებები არ იქნება“

10:19; 2.03.2026
ზაფრანი

ვის უყვარს ორმაგი თამაში სიყვარულში

10:13; 2.03.2026
ზაფრანი

წარმატების ყველაზე ზუსტი ჰოროსკოპი

10:10; 2.03.2026
ზაფრანი

რატომ უნდა გყავდეთ ზოდიაქოს ამ ორი ნიშნით დაბადებული ადამიანი მეგობრებში

10:00; 2.03.2026
მსოფლიო

„უგუნური და დესტაბილიზაციის გამომწვევი საქციელია“

9:58; 2.03.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

11:02; 2.03.2026
0

“ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

10:16; 27.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო