როგორც უკვე ვწერდით, შტაბს გიორგი ხელაძე უხელმძღვანელებს, ხოლო შტაბი ასე დაკომპლექტდა: სოსო ბოლქვაძე _ იგი წინა არჩევნების დრო შტაბის ხელმძღვანელი იყო, გელა კილაძე, ლევან ჩხაიძე, გელა პატეიშვილი, ირაკლი ტორონჯაძე, ია ჩხაიძე, მარიტა ჩხაიძე.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ კოალიციის შტაბს სოსო ბოლქვაძე, რომან ბიწაძე და ელგუჯა ჩხაიძე ხელმძღვანელობდნენ, თუმცა, შუა საარჩევნო კამპანიისას ცვლილებები განხორციელდა და შტაბის ხელმძღვანელად გიორგი გეგიაძე დაინიშნა, რომელიც დღეს მაჟორიტარის ბიუროს ხელმძღვანელობს.
ახლანდელ სარჩევნო შტაბში “ქართული ოცნების”, “რესპუბლიკელების” და” თავისუფალი დემოკრატების” ადგილობრივი ორგანიზაციების არც ერთი თავმჯდომარე არ შედის.




































































