_ 9 მილიარდია დღეს საქართველოდან გატანილი “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ზურაბ ადეიშვილი, რომელიც ზის ბუდაპეშტში, ახორციელებს სერიოზული ფულის მიმოქცევას. ამ ფულის მიმოქცევის გასათეთრებლად “საქართველოს ბანკმა”, რომელსაც არ გაუხსნია ფილიალი ბერლინში, ლონდონში, პარიზში, გახსნა ფილიალი ბუდაპეშტში, სადაც ცხოვრობს ალბათ, სულ 15 ქართველი. მათ შორის ერთი ზურაბ ადეიშვილი და ატრიალებს იმ მილიარდებს ობშორულ ზონებში, რომელიც აქედან არის წაღებული. მე გაძლევთ პირობას, რომ შევძლებ გაიხსნას ობშორებში ის დამალული თანხები, რომლებიც თქვენ მოგპარეს და ეს თანხები საქართველოს და თითეულ თქვენგანს დაუბრუნდეს. არავინ არ გითხრათ რომ ეს შეუძლებელია, _ განაცხადა ბურჯანაძემ ჩოხატაურში, ამომრჩეველთან შეხვედრისას.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved