გაბაშვილი აღნიშნავს, რომ საერთაშორისო პრესაში გაჩენილი განცხადებები, რომელიც მის დღევანდელ კომენტარს მოყვება, მთლიანად ივანიშვილის პასუხისმგებლობაში დარჩება. საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ივანიშვილს საკანონმდებლო ორგანოდან შეახსენა, რომ პარლამენტმა სპეციალური დოკუმენტი მიიღო, რომელშიც ნათლად და მკაფიოდ იყო გაწერილი ქვეყნის საერთაშორისო კურსი: ეს არის ევროკავშირი და ნატო.
გოკა გაბაშვილი პრემიერს მოუწოდებს, ფრთხილი იყო საკუთარ გამოსვლებში და მინისტრის რანგში მსგავსი განცხადებებისგან თავი შეიკავოს.