შეხვედრაზე, რომელიც ძირითადად საინფორმაციო ხასიათს ატარებდა, საუბარი კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა პრობლემებს შეეხო:
_ პარლამენტის თავმჯდომარეს გავაცანით კოოპერატიული ბინათმშენებლობის პრობლემის დღევანდელი ვითარება, კერძოდ: ფინანსთა სამინისტროს მხრიდან სამოქალაქო სექტორის იგნორირება (ვგულისხმობთ ამ სფეროს), ინფორმაციული ვაკუუმის არსებობა და “სახელმწიფო კომისიის” მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ განხორციელებული (ამის არსებობის შემთხვევაში) ქმედებების შედეგის საჯაროობის არ არსებობა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ცენტრ “ერთობის” მიმართულების კოორდინატორმა, ლაშა გეგეჭკორმა.
გეგეჭკორის თქმით, უსუფაშვილი შესაბამის რეაგირებას დაპირდა:
_ ბატონმა დავითმა თქვა, რომ იცნობდა ამ პრობლემას და შესაბამის რეაგირებასაც მოახდეს, _ გვითხრა გეგეჭკორმა.