დღეს ბიძინა ივანიშვილი ეუთოს გენერალურ მდივანს ლამბერტო ზანიესს შეხვდა. მხარეებმა საქართველოში მოსალოდნელი საპრეზიდენტო არჩევნების თემა განიხილეს. შეხვედრაზე საქართველოს პრემიერმა საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებლების მოწვევის საკითხი დააყენა. საუბარი ასევე შეეხო ეუთოს ფარგლებში საქართველოს თანამშრომლობის პრიორიტეტებს, მათ შორის ეუთოს სრულფასოვანი მისიის აღდგენას, ეუთოს მონაწილეობას ჟენევის საერთაშოპრისო მოლაპარაკებებში და ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ ვითარებას.