ვეტერანების პრობლემები მოისმინეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ჟორჟოლიანმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა.
შეხვედრის მონაწილეებმა ერთ-ერთ მწვავე პრობლემად სახელმწიფოს მხრიდან აფხაზეთის და ცხინვალის ომის მონაწილეების მიმართ უყურადღებობა დაასახელეს. ვეტერანებმა მოითხოვეს მეომრებისთვის ყოველთვიური პენსიის დაწესება. გია ჟორჟოლიანი დაჰპირდა მეომრებს, რომ მათ მოთხოვნას აუცილებლად გადასცემს საპრეზიდენტო კანდიდატს გიორგი მარგველაშვილს.
“სოციალ-დემოკრატიული პარტიის” სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ორგანიზაციის წარმომადგენლის გონელ პაპავას განცხადებით, ეს შეხვედრა უპრეცედენტო შემთხვევაა, რადგან ზვიადისტების ასეთი მასშტაბური შეკრება არსად მომხდარა.
გონელ პაპავა: “აქ შეიკრიბნენ ზვიადისტები, რათა 27 ოქტომბრის არჩევნები დასრულდეს ნორმალურად, ექსცესების გარეშე და სამართლიანობის გზით.”