წულუკიანი ამბობს, რომ თუ ეს ცდომილება დამტკიცდა, პასუხი “მართლმსაჯულების მესვეურმა უნდა აგოს” და არა რომელიმე მინისტრმა.
“თუ ვანო მერაბიშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხი რომელიმე ინსტანციაში განიხილა არაუფლებამოსილმა მოსამართლემ, ამაზე, პირველ რიგში, პასუხი უნდა აგოს დღევანდელი მართლმსაჯულების ხელმძღვანელობამ. ეს არ არის არც აღმასრულებელი ხელისუფლის საქმე და არც რომელიმე მინისტრის. თუკი სასამართლოში საკითხი განსახილველად შეხვდა იმ მოსამართლეს, რომელიც არ იყო უფლებამოსილი ეს საკითხი განეხილა, ამ კითხვაზე პასუხი უნდა გასცეს მართლმსაჯულების მესვეურმა. თუკი დაცვის მხარე ამ საკითხს გაასაჩივრებს სტრასბურგის სასამართლოში და აღმოჩნდება, რომ მათი საჩივარი არის საფუძვლიანი, სტრასბურგის სასამართლოს, რა თქმა უნდა, შეეძლება განიხილოს ეს საკითხი ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რომელიც ამბობს რომ არც ერთი საკითხი, მათ შორის აღკვეთის ღონისძიების საკითხი, არ უნდა იქნეს განხილული არაუფლებამოსილი პირის მიერ,” _ განაცხადა თეა წულუკიანმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე, რომელიც ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში გაიმართა.