მთელი დღის განმავლობაში გაიმართება ალექსანდრე ქართველიშვილის დაბადების 117–ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები. მისი ყველაზე ეფექტური ნაწილი იქნება ავიაშოუ, რომელიც მარნეულის სამხედრო აეროდრომზე გაიმართება. ეს არის შეიარაღებულ ძალებში პირველი ავიაშოუ და მას დაესწრებიან საქართველოს მთავრობის, აპატრიარქოს წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები. რაც შეეხებამოქალაქეებს, ისინი ბაზაზე ვერ შევლენ, ამიტომ სანახაობას აეროდრომის მიმდებარე ტერიტორიიდან დააკვირდებიან.
დღეს მარნეულის სამხედრო აეროდრომზე ავიაშოუს რეპეტიცია მიმდინარეობს. ავიაშოუ ხვალ 16 საათზე დაიწყება.