https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

26 მაისი _ გამოცხადებული დარბევის ქრონიკა

19:05; 29.05.2011
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

რეპორტაჟები, რომელსაც სახელისუფლებო არხები გადმოსცემდნენ, აბსოლუტურად მოკლებული იყო იმ რეალობას, რაც საქართველოს დედაქალაქის ცენტრში ხდებოდა. “გურია ნიუსის” ჟურნალისტები ბათუმის აქციებიდან მოყოლებული, ცდილობდნენ მოვლენების ეპიცენტრში ყოფილიყვნენ და დაზარალების, ფიზიკური შეურაცხყოფის მიუხედავად, მკითხველამდე სიმართლის მისატანად, სადღეღამისო რეჟიმში მუშაობდნენ.

საქართველოს ისტორია წლიდან წლამდე ორსახიანი თარიღებით ივსება _ ტრაგიკული 9 აპრილი, რომელიც, მოგვიანებით, საზეიმო დღედ გამოცხადდა; 6 მაისი _ გიორგობის მრავალსაუკუნოვანი დღესასწაული, პოლიციის სამმართველოსთან ხალხთან უმოწყალო ანგარიშსწორებიდან ერთი წლის თავზე, პოლიციის დღედ გამოცხადდა. და ახლა უკვე 26 მაისი _ საქართველოს დამოუკიდებლობის სანუკვარი დღესასწაული, რომელიც უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების ამბიციების დასაკმაყოფილებლად გამართული მარულის გამო, ამიერიდან, ვეღარ იქნება მხოლოდ დღესასწაული.

გამოცხადებული სიკვდილის, დარბევის ქრონიკა _ ეს ფრაზა ყველაზე ხშირად ისმის დღეს საქართველოს დედაქალაქში.

24 მაისი

“სახალხო კრების” მომხრეები 24 მაისს, საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ, პირდაპირ ეთერს და მიხეილ სააკაშვილის გადადგომას მოითხოვდნენ. აქციის მონაწილეებს მთელი დღის განმავლობაში მიმართავდნენ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, კულტურის მოღვაწეები, პოლიტიკოსები _ დიმიტრი ჯაიანი, რეზო ესაძე, გურამ ფირცხალავა, გოგი ქავთარაძე, გია ბურჯანაძე, ნონა გაფრინდაშვილი და სხვები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. ყველა მათგანის გამოსვლაში აღნიშნული იყო, რომ ნორმალური, დემოკრატიული და მშვიდობიანი საქართველოსთვის სააკაშვილის პოსტიდან წასვლა დაუყოვნებლივაა საჭირო. აქცია არ იყო მრავალრიცხოვანი. ოპოზიციური სპექტრიდან “სახალხო კრებას” არავინ შეერთებია.

სწორედ ამ დღეს გახდა ცნობილი, რომ 25 მაისს, ირაკლი ოქრუაშვილი, მისი წინანდელი განცხადების მიუხედავად, საქართველოში აღარ ჩამოდიოდა. ყოფილი თავდაცვის მინისტრი ჩამოუსვლელობაში ბრალს ნინო ბურჯანაძეს სდებდა და მიზეზად მისგან უარის მიღებას ასახელებდა:

_ ოქრუაშვილი ლაჩარია და ამიტომ არ ჩამოვიდა. თუ სურვილი აქვს და ამას წინასწარ ხმამაღლა აცხადებს, რა შუაშია ბურჯანაძე ან ბიწაძე?! ეს ყველაფერი სააკაშვილის ხელისუფლების გეგმის ნაწილი იყო, რომლითაც ჩვენი მშვიდობიანი აქციისთვის ხელი შეშლა უნდათ; თუ ოქრუაშვილი გეგმავს, რომ რუსეთიდან, რუსულ ჯართან ერთად შემოვიდეს საქართველოში, “სახალხო კრება” ამ გეგმას, როგორც თავისი მოქმედების ნაწილს, ვერ მიიღებს, _ აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ “გურია ნიუსთან” საუბრისას.

ბურჯანაძის მსგავსად ფიქრობს “თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი. ამ უკანასკნელმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ “ოქრუაშვილი საქართველოს მოღალატეა და ამ სახელს ის ვერასდროს ჩამოირეცხავს”.

24 მაისს, ტელევიზიის მიმდებარე ტერიტორია პოლიციელებით იყო სავსე და ადგილი ჰქონდა რამდენიმე პროვოკაციას. ჩვენ ობიექტივში ის პოლიციელი მოხვდა, რომელიც აქციაზე “დუბინკით” იყო მოსული და რამდენიმე მონაწილეს “შემოულაწუნა” კიდეც.

ამ დღეს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერი ნინო ბურჯანაძეს დაუთმეს, თუმცა, გადაცემის წამყვანი დავით პაიჭაძე მხარედ გამოდიოდა და ცდილობდა, ეთერში ნაკლებად გაჟღერებულიყო მოთხოვნები, რომელმაც “სახალხო კრების” მომხრეები ქუჩაში გამოიყვანა.

ამავე დღეს, აქციას “სახალხო კრების” რაიონული ორგანიზაციებიდან წამოსული მომხრეების ნაწილიც შეუერთდა, რომლებიც ჩვენთან საუბარში იმ დაბრკოლებების და წინააღმდეგობების შესახებ საუბრობდნენ, რომლებსაც ადგილობრივი ხელისუფლება, ძალოვანი სტრუქტურები ადგილზე თუ გზადაგზა უქმნიდნენ.

აქციაზე მრავლად იყვნენ ადამიანები, ძირითადად, “შეფიცულთა” წევრები, რომლებსაც ხელთ პლასტიკატისგან დამზადებული დროშის ტარები ეჭირათ. ისინი ჩვენთან საუბარში ადასტურებდნენ, რომ ამ ნივთების დანიშნულება დარბევის დროს საკადრისი პასუხის გაცემა, თავდაცვისთვის გამოყენება გახლდათ. ორმაგი დანიშნულების იყო ფანერისგან დამზადებული ფარები, რომელზედაც პლაკატები _ “მიშა წავა!” იყო გაკრული _ საჭიროების შემთხვევაში, აქციის მონაწილეები რეზინის ტყვიებისგან და წყლის ჭავლისგან ამ ფარებით ფიქრობდნენ თავის დაცვას. პირზე აკრული ქსოვილი კი გაზის გაშვების შემთხვევაში, დამცავი ნიღბების ფუნქციას შეასრულებდა.

“შეფიცულთა რაზმების” არსებობა არავისთვის იყო სიახლე _ “სახალხო კრებამ” არაერთხელ გააკეთა განცხადება, რომ ხელისუფლების მხრიდან ძალადობის გასანეიტრალებლად, ადგილებზე რაზმებს აყალიბებდა, რომლებიც მოქალაქეებს ფიზიკური ანგარიშსწორებისგან დაიცავდნენ. ამგვარი რაზმი ჩაერთო, მაგალითად, რუსთავში ე.წ. “სტამბულის ბაზრობის” ინციდენტის დროს, როცა პოლიცია მოვაჭრეებს ძალის გამოყენებით აიძულებდა ადგილის დატოვებას. ხელისუფლებას და სამართალდამცავებს, მაშინ, ორიოდე თვის წინ, არ მიუჩნევიათ, რომ საქმე შეიარაღებული ფორმირების შექმნასთან გვქონდა და მხოლოდ ორიოდე მოთავის დაპატიმრებით შემოიფარგლა.

“შეფიცულები” აქციების მიმდინარეობის პროცესში ცდილობდნენ თავის თავზე აეღოთ პროვოკაციების ორგანიზებულად განეიტრალება. მაგალითად, ხალხის მასაში შემოჭრილი, ამოუცნობი სანიშნე ნომრებიანი ავტომანქანების შეჩერება, რომლებითაც, აქციის ორგანიზატორთა მტკიცებით, მომიტინგეთა გატაცება სურდათ.

აქციის მონაწილეთა მიერ დაკავებული ტერიტორია სახელმწიფომ თავისი შემადგენლობიდან გამიჯნა _ მოთხოვნის მიუხედავად, მერიას ბიოტუალეტების დადგმა არც კი უფიქრია; აქციის მონაწილეებმა საკანალიზაციო ჭას თავი ახადეს და სახელდახელო საპირფარეშო მოაწყვეს. არც დასუფთავების სამსახური ჩანდა, რომელიც ცელოფანის პარკებში მოგროვებულ ნაგავს გაიტანდა.

25 მაისი

_ დღეს გადამწყვეტი ბრძოლაა. ჩვენ ერთად დგომით უნდა შევძლოთ, სააკშვილის ხელისუფლებასთან დაპირისპირება. ეს ტირანი ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოვიშოროთ. ამისთვის ერთად დგომაა საჭირო, _ თქვა ჩვენთან საუბრისას ნონა გაფრინდაშვილმა.

აქციის ლიდერების განმარტებით, სწორედ 25 მაისის ღამეს უნდა გადაწყვეტილიყო საქართველოს ბედი:

_ მოგიწოდებთ ყველას, გამოხვიდეთ და დადგეთ ქართველების გვერდით, დღეს სოროებში ყოფნა დანაშაულია, გამოდით სოროებიდან! ახლა თქვენი მომავალი წყდება, _ ასეთი მიმართვა გააკეთა ნინო ბურჯანაძემ. მან ოპოზიციის ყველა წარმომადგენელს მოუწოდა შეერთებოდნენ ხალხის მოთხოვნას და “სახალხო კრების” გვერდით დამდგარიყვნენ. მოწოდებას არავინ გამოხმაურებია, ლევან გაჩეჩილაძის და კახა კუკავას გარდა. გაჩეჩილაძის გამოჩენა ბურჯანაძის გვერდით, ირაკლი ოქრუაშვილის “პოლიტიკური ტრიუკის” ფონზე, ავტომატურად მიანიშნებდა, რომ “ქართული პარტია” პრაქტიკულად დაიშალა.

აქციაზე ორი სავარაუდო მარშრუტი დასახელდა _ რუსთაველის პროსპექტი და თავისუფლების მოედანი. პარლამენტისკენ მსვლელობა დღის 2 საათზე დაიწყო. ფანჯრებთან მომდგარ მოქალაქეებს აქციის ლიდერები გვერდით დგომისკენ მოუწოდებენ.

პარლამენტის წინ ორგანიზატორთა მიერ დასმულ შეკითხვას, მდგარიყვნენ აქ თუ თავისუფლების მოედანზე დაბანაკებულიყვნენ, მასიური შეძახილი მოჰყვა: არა _ აღლუმს! ეს საბედისწერო გადაწყვეტილება ნიშნავდა, რომ წამზომი ჩართული იყო. ამ დღის მანძილზე, ჩვენ ასზე მეტი რესპონდენტი ჩავწერეთ _ თითქმის ყველა მათგანი დარწმუნებული იყო, რომ ხელისუფლება აქციას დაშლიდა.

დაღამებამდე რამდენიმე ინციდენტი მოხდა. ორმა ახალგაზრდამ პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მომიტინგეებს და ეს შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ცოტა მოგვიანებით, ბადრი ბიწაძემ ჟურნალისტებს ორი ახალგაზრდისკენ მიუთითა, რომლებიც მისივე თქმით კუდის აგენტები იყვნენ და პროვოკაციისთვის მოვიდნენ.

_ ბატონო ბადრი, რა იცით, რომ კუდის აგენტები არიან?

_ მე პროფესიონალი ვარ და მათ ყველას სახეზე ვცნობ, _ დაგვიკონკრეტა ბიწაძემ.

ორგანიზატორები აქციის მონაწილეებს წყლით ამარაგებდნენ და აფრთხილებდნენ, რომ არ დაელიათ უცნობების მიერ შეთავაზებული წყალი და სხვა სახის სასმელი.

საღამოს 8 საათისთვის მომიტინგეებს მომღერალი გია გაჩეჩილაძე შემოუერთდა:

_ ნუ ვაპატიებთ სააკაშვილს ერის დაცინვას. მე მოვუწოდებ ყველა ჩემს კოლეგას რომ აქ მოვიდეს და ჩვენთან ერთად იყოს, აქ, სადაც საქართველოსთვის თავდადებული ადამიანები დგანან, აქ სადაც გოგი ქავთარაძე, რეზო ესაძე, გურამ ფირცხალავა და სხვა სასახელო ადამიანები არიან, _ მიმართა საზოგადოებას გაჩეჩილაძემ.

ჩვენს გაზეთთან საუბარში კი მომღერალმა ყველა იმ მედია საშუალებას გადაუხადა მადლობა, რომელიც მიმდინარე მოვლენებს რეალურად აშუქებდა: _ მადლობა თქვენ და ყველა იმ ჟურნალისტს, რომელიც ამ ფაქტებს რეალურად გადასცემს. სააკაშვილის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ხალხმა სიმართლე ვერ დაინახოს და ამაში მას მონა ჟურნალისტები ეხმარებიან, _ აღნიშნა გაჩეჩილაძემ.

25 მაისს, აქციაზე გამოჩნდნენ კახა კუკავა, თინა ხიდაშელი, ეკა ბესელია:

_ არ არის საჭირო ტრიბუნაზე ავიდე და ხალხს მივმართო. მე ჩემი მოქალაქეების გვერდით ვდგავარ და აქ ვიქნები ბოლომდე, _ გვითხრა პარლამენტის კიბეებზე მდგარმა ეკა ბესელიამ.

დაახლოებით ღამის თორმეტის ნახევრისთვის გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიმდებარე ტერიტორია სპეცრაზმელებით იყო სავსე. ჩვენ საკუთარი თვალით ვნახეთ და გადავიღეთ როგორ ერტყმოდნენ წრედ ტერიტორიას უზომო რაოდენობის ტექნიკით, წყალსატყორცნი მანქანებით აღჭურვილი მძიმედ შეჯავშნული დანაყოფები. თავსხმა, კოკისპირული წვიმის მიუხედავად, აქციის მონაწილეები არ დაშლილან _ სახელდახელოდ გამართულ ცელოფნის კარვებს, მიწისქვეშა გადასასვლელს, მიმდებარე შენობების ფრონტონებს ათასზე მეტი ადამიანი აფარებდა თავს.

26 მაისი

პირველის 10 წუთისთვის, პარლამენტის წინ, მერიის წარმომადგენელი მოვიდა, რომელმაც აქციის ლიდერებს მიტინგის ჩატარებისთვის ალტერნატიული ადგილი შესთავაზა:

_ დღეს აქ აღლუმი უნდა გაიმართოს. სამუშაოებია ჩასატარებელი. შეგიძლიათ მიტინგი სხვა ადგილზე გადაიტანოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონის შესაბამისი ზომები, _ აღნიშნა მერიის წარმომადგენელმა.

ლიდერებისგან უარის მიღების შემდეგ, მან ისე დატოვა აქციის ადგილი, რომ იქ შეკრებილი მოქალაქეები მოსალოდნელი საფრთხის შესახებ არ გაუფრთხილებია.

მისი წასვლიდან ხუთიოდე წუთში კი, ფარებზე ხელკეტების ცემის აუტანელი ხმა ყველა მხრიდან გაისმა. მჭიდრო კორდონების პირველი რიგები ჩიტაძის, ფურცელაძის ქუჩებიდან, თავისუფლების მოედნიდან, რუსთაველის გამზირიდან ერთდროულად მოიწევდნენ წინ. კარგად ისმოდა, როგორ მოუწოდებდნენ დანაყოფები ერთმანეთს თანაბრად და ნელა ევლოთ, რომ რკალი არ დაერღვიათ. აქციის მონაწილეთა ნაწილი ურთიერთგამყოფ რკინის მოაჯირებთან იდგა და ცდილობდა, ფანერის ფარებით წრე შეეკრათ და ხალხისთვის უკან დახევის დრო მიეცათ. სპეციალური მანქანებიდან დაშლის და ტერიტორიის დატოვების ბრძანებები ისმოდა, მაგრამ წასასვლელი აღარსად იყო _ წყლის ჭავლები, გამაყრუებელი სირენა, რომელიც ფსიქოლოგიურ იარაღად ითვლება, ცრემლსადენი გაზი, ხელკეტიანი სპეცრაზმელები, რეზინისა და პლასტიკატის მიბრჯნით გასროლები ერთდროულად დაატყდა თავს შეკრებილებს.

ჩვენი კორესპონდენტი ნატო გოგელია: _ ამ დროს, კინოთეატრ “რუსთაველთან”, რამდენიმე ჟურნალისტთან ერთად ვმუშაობდი. ვიღებდი, როგორ მოდიოდნენ თავისუფლების მოედნიდან, პარლამენტის მხრიდან, ისროდნენ დამიზნებით იარაღიდან, რომელსაც მანათობელი კვალი ჰქონდა. არ ვიცოდი, რეზინის და პლასტმასის ტყვიის სროლის დროს მანათობელი (ცეცხლის ნაპერწკლების) კვალი თუ რჩებოდა, ამიტომ, ნამდვილი ტყვიები მეგონა… გაუსაძლის ხმაურში აღარაფერი მესმოდა. წყლის ჭავლმა, რომელსაც ქაშუეთის მხრიდან მომავალი სპეციალური მანქანა ისროდა, ჩვენამდეც მოაღწია…. ამ დროს, დამიზნებით დაუწყეს სროლა მომიტინგეებს, რომლებიც გაქცევას ცდილობდნენ. სროლის დაწყებასთან ერთად, ჟურნალისტებს ტერიტორიის დაცლა მოგვთხოვეს და ფურცელაძის ქუჩისკენ გზა გაგვიხსნეს, მაგრამ, ამის პარალელურად, რამდენიმე სპეცრაზმელმა გაზის ჭურვიც გამოისროლა ჩვენი მიმართულებით. ვიგრძენი თვალების ძლიერი წვა და ხუთვა. დავინახეთ, რომ დაახლოებით ათიოდე მეტრში სპეცრაზმის მორიგ კორდონს გზა კიდევ ჰქონდა გადაკეტილი. ჩემს გარშემო საშინელება ხდებოდა და უფლება არ მქონდა ჩემი მოვალეობა არ შემესრულებინა; იმ კორდონისკენ აღარ წავსულვართ და განუწყვეტლივ ვიღებდით, როგორ ჰყავდა ფურცელაძის ქუჩაზე ორ სპეცრაზმელს ახალგაზრდა ბიჭი გაკავებული, მესამე კი “დუბინკას” ურტყამდა; კედლებთან და კიბეებთან მიმწყვდეულ განცალკევებულ მოქალაქეებს ჯგუფურად ცემდნენ უმოწყალოდ. გადავიღე როგორ მშვიდად, გამარჯვებული გლადიატორივით დაადგა ფეხი გულზე სპეცრაზმელმა ძირს დაგდებულ, გასისხლიანებულ ადამიანს, რომელიც არც კი ინძრეოდა და მკვდარი მეგონა… სწორედ ამ კადრებს ვიღებდი, როდესაც ჩემსკენ ყვირილით და გინებით ახალგაზრდა სპეცრაზმელი გამოიქცა… ისეთი ღრიალით მორბოდა, მივხვდი, რომ რაღაც განსაცდელი მელოდა და სასწრაფოდ ჩავრთე მობილური, რომლითაც მანამდე ვიდოკადრებს და ინტერვიუებს ვიწერდი. მომვარდა და ფოტოაპარატის წაგლეჯა უნდოდა. ჟურნალისტის მოწმობა მეკეთა და ვყვიროდი კიდეც, რომ პრესის წარმომადგენელი ვიყავი. შეხლა-შემოხლაში ბეჯი მომძვრა. ამ დროს ორი სპეცრაზმელიც წამოეშველა; ერთმა ხელები გამიკავა და ორი ფოტოაპარატის წაგლეჯას ცდილობდნენ. ვყვიროდი, რომ შიდა მეხსიერება არ აქვს, მხოლოდ “ჩიპი” აქვს და ნუ დაამტვრევთ-მეთქი. მენანებოდა რამდენიმე დღის წინ წვალებით შეძენილი ფოტოაპარატი. მაშინ ჩიპი ამოიღეო! _ მიყვირეს. ახალი აპარატი იმ დღეს პირველად მეჭირა ხელში და მართლა არ ვიცოდი სად იდო “ჩიპი”. ვეხვეწებოდი, რომ აპარატი ძვირადღირებული იყო და არ დაემტვრიათ. თან არაჩვეულებრივი კადრები მქონდა და მათი გაფუჭება მენანებოდა… წინააღმდეგობის გაწევის გამო, ახლა უკვე ორმა გამაკავა, მესამე კი აპარატიდან “ჩიპს” იღებდა და თან შეურაცხმყოფელ სიტყვებს იძახდა.

_ თქვენი თავისუფალი სიტყვის დედა… _ ღრიალებდა სპეცრაზმელი. ამ ყველაფერს წინასწარ ჩართული მობილური ტელეფონით ვიწერდი, რომელიც გაკავებულ ხელში შემრჩა და ყურადღება არ მიუქცევიათ… ვცდილობდი კადრშიც მომეხვედრებინა მათი მოქმედება, “ჩიპის” დამტვრევა, აპარატის დაზიანება….

ერთს შევეცოდე და “ჩიპის” ამოღებისას დაზიანებული ფოტოაპარატი უკან მომიგდო. მეხსიერების ბარათი კი დემონსტრაციულად გადატეხა და ფეხებით გათელა. უნდა გამოვეშვი, როდესაც ერთმა შენიშნა, რომ მობილურით ამ ყველაფერს ვიწერდი.

_ იღებს ამის!.. _ უყვირა დანარჩენებს და გაკავებულს გვერდში მოღუნული მუხლი რამდენჯერმე ამომცხო. თითქმის გონება დავკარგე და ტელეფონის წართმევას წინააღმდეგობა ვეღარ გავუწიე. საკმაოდ ძირადღირებულ, დიდი მეხსიერების ტელეფონზე რამდენიმე დღის განმავლობაში ჩაწერილი ინტერვიუები, ვიდეოკადრები მქონდა. მათ შორის, ისეთებიც, რომელშიც რესპონდენტები კონფიდენციალურობის დაცვას მთხოვდნენ. მობილური არ გაუტეხიათ, წაიღეს და ახლა იმაზე ვდარდობ, ეს ჩანაწერები ვინმეს წინააღმდეგ არ გამოიყენონ, რადგან რესპონდენტების სახელები, გვარები და სხვა მონაცემებიც არის ჩაწერილი. დარწმუნებული ვარ, ტელეფონი დაზიანებული არ არის: არ ვიცი, ვისი მეშვეობით, მაგრამ ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში მაშინვე გავრცელდა ინფორმაცია ამის შესახებ და ჩემი რედაქცია, ძალიან ბევრი კოლეგა ცდილობდა დაკავშირებას. როგორც მეორე დღეს კოლეგებმა მითხრეს, ზარი გადიოდა, მაგრამ ვიღაც თიშავდა მობილურს. ერთ-ერთი მეგობრის თქმით, ზუსტად 1 საათსა და 31 წუთზე რამდენიმე ზარი გავიდა და ვიღაცამ ტელეფონი გათიშა.

ფოტოაპარატის ჩანთა მქონდა, რომელიც მუჯლუგუნების ცემის ფონზე, ერთმა ძირს გადმოაბრუნა, გადმოყრილი ნივთები, ფული გაქექა და მხოლოდ ვადაგასული პრესის მოწმობა აიღო, თან მემუქრებოდა, “იქ გავარკვევთ რა გაზეთია და პრობლემებს ელოდეთო”… სხვა ამ ნივთებიდან არაფერი წაუღიათ.

კოლეგები წამომეშველნენ, ეუბნებოდნენ ჟურნალისტია, გოგოა და გაუშვითო. ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტმაც სპეცრაზმელებს დაუდასტურა, რომ მედიის წარმომადგენელი ვიყავი და სთხოვა გავეშვი. გამომიშვეს, თუმცა სანამ ხელს გამიშვებდნენ, მარჯვენა თითიდან ბეჭედი წამაძვრეს.

მომისწრო მედია.გე-დან დათო მჭედლიძემ და ფოტოების გადაღება სცადა, მიპატრონა და ბოლომდე ადამიანურად გვერდში მედგა სააგენტო “პირველის” ფოტორეპორტიორი ალეკო შარვაძე. ვხედავდით, რომ ჟურნალისტებზე ნადირობა უკვე ძალიან აგრესიულ სახეს იღებდა – ამ ფაქტიდან რამდენიმე წუთში, კამერიდან “ჩიპი” ამოუღეს პირველი კავკასიური არხის ოპერატორს. იქვე დავინახეთ როგორ ურტყეს “დუბინკა” სავარაუდოდ, უცხოელ ოპერატორს, რომელიც რუსულად საუბრობდა. ის ცდილობდა გადაეღო როგორ ჩაყარეს ადამიანები დაბლა ჩამავალ კიბეებთან (სარდაფებთან) და როგორ ურტყამდნენ მათ. როგორც მოგვიანებით გავიგე, ცემეს დათო მჭედლიძეც… ჩემი აზრით, მათ არ სურდათ დარბევის შემდგომი შემზარავი ფაქტების დაფიქსირება და ეს იწვევდა განსაკუთრებულ აგრესიას.

კოლეგის ტელეფონით რედაქციას დავუკავშირდი, საიდანაც მომთხოვეს როგორმე დაუყოვნებლივ დამეტოვებინა იქაურობა, მაგრამ არსად იყო გაქცევის საშუალება, რადგან მიმდებარე ტერიტორიაც კი სპეცრაზმელებით იყო სავსე. ვხედავდი იმასაც, როგორ მისდევდნენ გაქცეულ ადამიანებს, იჭერდნენ, ხელებს უკრავდნენ და სცემდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ აღარც გადაღების საშუალება არ მქონდა, თავი, თვალები და გვერდი მტკიოდა, კოლეგებთან ერთად ვცადე ქაშუეთის მხრიდან რუსთაველის გამზირზე ავსულიყავი, რომ მენახა რა ხდებოდა… ვხედავდი, როგორ სცემდნენ “მერიოტთან” და ტაძართან ხელშეკრულ, გასისხლიანებულ ადამიანებს, თუმცა სპეცრაზმმა არ გაგვიშვა. როცა ვუთხარით, რომ ჟურნალისტები ვიყავით, ერთმა მოწმობები მოითხოვა. მე არც ერთი მოწმობა აღარ მქონდა. ერთმა ჟურნალისტმა მიაწოდა, თუმცა რამდენიმე წამში უკან დაუბრუნეს _ სპეცრაზმელმა დამტვრეული ქართულით განგვიმარტა, რომ მან ქართულად კითხვა არ იცოდა და ყველას ტერიტორიის დატოვება მოგვთხოვეს.

ბევრი მცდელობის მიუხედავად, რუსთაველზე გასვლა ვეღარ შევძელით, რადგან სპეცრაზმმა არ მოგვცა საშუალება ჩვენი პროფესიული მოვალეობა შეგვესრულებინა.

ძლივს შევძელით იმ მანძილის გავლა, რომ ტაქსის გაჩერება შეგვძლებოდა. ჩემ კოლეგებს ჰქონდათ ფოტოკამერა, მაგრამ ტაქსის მძღოლმა კატეგორიულად მოგვთხოვა აღარაფერი გადაგვეღო მანქანიდან _ ლუკმაპურს დამაკარგვინებენო.

სახელისუფლებო არხების ჟურნალისტები უსაფრთხოდ, სპეცრაზმთან ერთად მუშაობდნენ; ის ჟურნალისტები კი, რომლებიც რბევის დაფიქსირებას ცდილობდნენ, თავდასხმის ობიექტები ხდებოდნენ _ პლასტიკური და რეზინის ტყვიებით დაჭრილი, ნაცემი და დაზარალებულია 17-მდე ჟურნალისტი. სამშაბათს, დაზარალებული ჟურნალისტები საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დიპლომატიურ კორპუსთან, ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავენ და შეგროვებულ მასალას, იმ ღამინდელ ფაქტებს გააცნობენ.

_ ეს არ იყო აქციის დაშლა. ეს იყო მომიტინგეების დასჯა, რომელსაც ყველა გასაქცევი ჩაუკეტეს. უფრო მეტიც, გაქცეულები მოაბრუნეს, სადარბაზოებში სცემეს, სარდაფებში ჩააგდეს. მომიტინგეებზე მეტი სპეცრაზმელები იყვნენ. თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია მათთვის, რომ ერთზე ცხრა-ათი კაცი წასულიყვნენ, _ გვიყვება ერთ-ერთი თვითმხილველი.

_ შვილი წამართვეს. ჩემ თვალწინ გაუსწორდნენ… 16 წლის ბიჭი წაიყვანეს, გვიშველეთ, _ დახმარებას ითხოვდა ქალბატონი.

ასეთ ადამიანებს დამოუკიდებლობის დღის გამთენიისას, რუსთაველის გამზირის შორიახლოს ბევრს იპოვიდით.

_ დასისხლიანებული, ნაცემი და შეურაცხყოფილი ადამიანები მიწაზე ხელ-ფეხ შეკრულები ეყარნენ და სპეცრაზმელები მათ სხეულებზე აბიჯებდნენ. ბორკილებდადებული ადამიანები, ომში აყვანილი ტყვეების მსგავსად კოლონად ჩაატარეს რუსთაველის გამზირზე. რამდენიმე კაცმა, სიმწრისგან, კინო რუსთაველის მიმდებარედ, მშენებლობაზე აფარებული ხის ფარი გავანგრიეთ და ხანდაზმულებისა და ქალების გაყვანა ვცადეთ, მაგრამ იქ დიდი საამშენებლო ორმო დაგვიხვდა, სიბნელეში არ ჩანდა და ხალხი პირდაპირ იქ ცვიოდა. სპეცრაზმის ხელში ჩავარდნას ისევ ეს სჯობდა. ერთმანეთს ამოსვლაში ვეხმარებოდით. ახლომახლო მცხოვრები მოქალაქეები სადარბაზოებში შეფარებულ ხალხს დამალვაში ეხმარებოდნენ და ბევრი მათგანი მეორე დღეს, აღლუმის დასრულებამდე ჰყავდათ შეფარებული. ისინი ყველაფერს რისკავდნენ, რადგან სადარბაზოებს, ბინებს პირველ სართულებზე, ეზოებს ძალოვნები ჩხრეკდნენ და გაქცეულებზე ნადირობდნენ, _ გვიყვება ერთ-ერთი რესპონდენტი.

_ თვითმხილველი ვარ, როგორ ძალით ჩასვეს მანქანაში ნინო ბურჯანაძე მისმა დაცვის წევრებმა, რადგან სპეცრაზმი უკვე ათ მეტრზე მოახლოვდა. გამაყრუებელი სროლის ხმა იდგა; ყველა მხრიდან ებღაუჭებოდნენ შეიარაღებული სპეცრაზმელები ექსკორტის მანქანებს, იდგნენ მანქანის საფეხურებზე, ეკიდებოდნენ უკანა მხრიდან და ხელკეტებს სახურავებზე ურტყამდნენ, თუმცა, ვინმეს ჩამოვარდნა და მანქანის ქვეშ მოტანება არ დამინახავს _ ვცდილობდი, იქაურობას როგორმე გავცლოდი, _ ამბობს ერთ-ერთ მოქალაქე.

საინტერესოა, ფირი, რომელიც “ტვ-25” გაავრცელა და რომელიც ზუსტად ემთხვევა ჩვენი რესპონდენტის მონათხრობს. ამ ფირის ნახვა, ისევე როგორც იმ საზარელი ღამის ამსახველი სხვა ბევრი მასალისა, ჩვენს ვებ-გვერდზეა შესაძლებელი.

აქციის ორგანიზატორთა და რბევაში მოყოლილთა ნაწილმა კინოთეატრ “რუსთაველს” შეაფარა თავი. აქვე აიყვანეს, დააპატიმრეს და შემდგომ, მათივე განცხადებით, ფიზიკურად გაუსწორდნენ ლუკა კურტანიძეს, კახა კუკავას, გია გაჩეჩილაძეს, თემურ შაშიაშვილს და ბევრ სხვას.

იმ ღამეს ჟურნალისტებს არც საავადმყოფოებში შესვლის საშუალება მისცეს. სამედიცინო დაწესებულებების უმრავლესობა, დაშავებული მომიტინგეებით და პატრულის თანამშრომლებით იყო სავსე.

დღემდე დაკარგულია ათეულობით ადამიანი. მსხვერპლის რაოდენობაც, სამწუხაროდ, იზრდება. 27-28 მაისს კი, არასამთავრობო ორგანიზაციები შემაშფოთებელ მონაცემებს ავრცელებდნენ _ მასიურად ხდება “შეფიცულთა”, “სახალხო კრების” და ბურჯანაძის პარტიის რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელების დაპატიმრებები. ადვოკატები საქმეს ვერ აუდიან და დაკავებულთა უფლებები მინიმალურადაც არაა დაცული.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

რევოლუციის უშედეგო მცდელობა

რომანტიკოსი მოჯირითე

ყველა სიახლე

საზოგადოება

კათოლიკური სამყარო და მართლმადიდებელი ეკლესიების ნაწილი დღეს მაცხოვრის შობას დღესასწაულობს

11:15; 25.12.2025
ფინანსები

Spotlight-ზე საქართველოს ბანკის კონტენტის მიმართულების ხელმძღვანელმა, ნინუცა ოქროპირიძემ ბრენდის კომუნიკაციის ახალ შესაძლებლობებზე ისაუბრა

11:09; 25.12.2025
სამართალი

პოლიციამ 153 შეკვრა “მეთადონი” ამოიღო – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

11:04; 25.12.2025
სამართალი

პოლიციამ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 2 პირი დააკავა

10:59; 25.12.2025
საზოგადოება

ოზურგეთში ცნობილი ექიმი ლეო თოიძე გარდაიცვალა

10:52; 25.12.2025
საზოგადოება

საქართველოს მთავრობა განცხადებას ავრცელებს

10:40; 25.12.2025
საზოგადოება

საქართველოს რკინიგზამ მოდერნიზაციის პროექტი დაასრულა

10:23; 25.12.2025
საზოგადოება

მონაზონი თეკლა (კუბლაშვილი) დამნაშავედ იქნას ცნობილი არაერთ მძიმე დანაშაულში” – მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიამ მონაზონი თეკლა სამონაზვნო დასიდან განკვეთა

10:15; 25.12.2025
საზოგადოება

ჩოხატაურის მთავარი ნაძვის ხე დღეს აინთება _ რა ღონისძიებებს ნახავთ 25 დეკემბერს

10:07; 25.12.2025
სამართალი

“საშინელება ტრიალებს… ჯერ ერთმა ძმამ მოიკლა თავი, ახლა მეორემ, ორივე ახალგაზრდა”

23:05; 24.12.2025
ზაფრანი

საათი და პიროვნული თვისებები

22:49; 24.12.2025
ზაფრანი

როგორ მივაღწიოთ წარმატებას სამსახურში

22:34; 24.12.2025
ზაფრანი

რემონტი და …ასტროლოგია

22:23; 24.12.2025
ზაფრანი

როგორ შევარჩიოთ ძვირფასი ქვა სახელის მიხედვით

22:18; 24.12.2025
საზოგადოება

სუს-ი სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას იწყებს

22:10; 24.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

14:50; 21.12.2025
0

,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

9:47; 21.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო