სამართალდამცველებმა დავით ა. და ნოდარ კ. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე თბილისში, ჯორჯ ბალანჩინის ქუჩაზე დააკავეს.
ნოდარ კ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებულია “პი-ეს-ემ”-ის მოდელის პისტოლეტი, 1 მჭიდი და 8 ვაზნა.
დაკავებული დავით ა-ს საცხოვრებელი ბინიდან საგამოძიებო მოქმედებების დროს, სამართალდამცველებმა “საიგას” მოდელის 2 შაშხანა, 1 მჭიდი და 3 ვაზნა, ასევე “მაკაროვის” სისტემის პისტოლეტი, 1 მჭიდი და 763 ვაზნა ამოიღეს.
იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე ბრალდებული კობა მ -ს დაკავება კი მის საცხოვრებელ ბინაში მოხდა. სამართალდამცველებმა საგამოძიებო მოქმედების დროს სხვადასხვა ტიპის იარაღის ნაწილები და 208 ცალი საბძოლო ვაზნა ამოიღეს.
დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს ( სსკს-236 მუხლის 1 და მე-2 ნაწილით) .