გავრცელებული ინფორმაციით ვიშერნიოვს მისი სახლის ავტოფარეხთან თავში ესროლეს.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საუბრობს “აფსნიპრესი”, რომლის ცნობით, დიმიტრი ვიშერნიოვთან ერთად მისი მეუღლეც იმყოფებოდა, რომელიც მძიმედ დაიჭრა. ცნობილია ისიც, რომ მას სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსეთის ელჩის სემიონ გრიგორიევის განცხადებით, დიპლომატის მკვლელობის საქმეზე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პროკურატურამ უკვე აღძრა სისხლის სამართლის საქმე. მიმდინარეობს გამოძიება და ჯერ რაიმე ვერსიებზე საუბარი ნაადრევია.