შეგახსენებთ, რომ თამარ ჟვანიას კანდიდატურა 23 აგვისტოს არასამთავრობო სექტორმა ოფიციალურად დაასახელა.
“გურია ნიუსის” წყაროს ინფორმაციით, სწორედ თამარ ჟვანიაა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების ფავორიტი კანდიდატი.
კანონმდებლობის მიხედვით, ცესკო-ს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტიდან არა უგვიანეს 15 დღისა, პრეზიდენტი სამოქალაქო სექტორთან კონსულტაციების შემდეგ, თავმჯდომარის თანამდებობაზე ცესკოს წარუდგენს 3 კანდიდატურას. ცესკო-ში პარტიების მიერ დანიშნული წევრები (გარდა წინა საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგების მქონე პარტიის მიერ დანიშნული წევრისა) თავმჯდომარეს 5 დღის ვადაში ირჩევენ.
თუ აღნიშნული წესით ცენტრალური საარჩევნო კომისია ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას, იმავე კანდიდატურებიდან ცესკოს თავმჯდომარეს 7 დღის ვადაში ირჩევს საქართველოს პარლამენტი.
შეგახსენებთ, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილმა თანამდებობა რამდენიმე კვირის წინ, პოლიტიკური მიზნების გამო დატოვა _ ხარატიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს.