მიკროავტობუსი, რომელსაც თხილის პლანტაციებიდან მოქალაქეები დროებით საცხოვრებელში გადაჰყავდა, დიდი სიმაღლიდან ხრამში გადავარდა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული ინტერნეტგამოცემები ავრცელებენ.
სააგენტო www.pirsushaber.com-ის ცნობით, ავარიის შედეგად საქართველოს მოქალაქე გ. ც. ადგილზე დაიღუპა, საქართველოს სხვა სამი მოქალაქე კი მძიმედ დაშავდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების მიერ საავდმყოფოში იქნა გდაყვანილი.
დაღუპული საქართველოს მოქალაქის ნეშტი გამოცემის ინფორმაციით ქალაქ უნიეს პროზექტურაში იქნა გადასვენებული და მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.