ნადირობა ნებადართულია შემდეგი სახეობის ფრინველებზე და შემდეგ ვადებში:
ა) მწყერზე, გარეულ მტრედზე, ჩიბუხაზე, ჩვეულებრივ გვრიტზე, ქედანზე, გვიძინზე (გულიოზე) – აგვისტოს მესამე შაბათიდან 15 თებერვლამდე;
ბ) ტყის ქათამზე – 15 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე;
გ) წყალმცურავ ფრინველებზე:
გ.ა) წყალმცურავი ფრინველები, რომლებზეც ნადირობა, ნებადართულია საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებისა (რუხი ბატი, რუხი იხვი, ჭიკვარა, გარეული იხვი, იხვინჯა, ფართოცხვირა იხვი, მელოტა, კუდსადგისა იხვი, თეთრშუბლა იხვი, დიდი თეთრშუბლა ბატი, წითელთავა ყვინთია, ქოჩორა ყვინთია) – 1 ნოემბრიდან 1 მარტამდე;
გ.ბ) წყალმცურავი ფრინველები, რომლებზეც ნადირობა ნებადართულია, მხოლოდ ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე (რუხი ბატი, რუხი იხვი, ჭიკვარა, გარეული იხვი, იხვინჯა, ფართოცხვირა იხვი, მელოტა, კუდსადგისა იხვი, თეთრშუბლა იხვი, დიდი თეთრშუბლა ბატი, წითელთავა ყვინთია, ქოჩორა ყვინთია) – 10 სექტემბრიდან 10 ნოემბრამდე.