კერძოდ: სამსახურის ინტერესის სფეროში მოექცა პრეზიდენტობის კანდიდატის ნინო
ბურჯანაძის წინასაარჩევნო რეკლამა, რომელზეც ინფორმაცია არ იქნა წარმოდგენილი სათანადო წესით.
საქართველოს გენერალური აუდიტორის 2012 წლის 6 აგვისტოს ბრძანებით წინასაარჩევნო რეკლამისთვის საეთერო დროის ან/და გაზეთის ფართობის შესყიდვა უნდა გახორციელდეს წინასწარი ანგარიშსწორების წესით. წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია წინასწარ გადაიხადოს ერთი კვირის განმავლობაში ფასიანი რეკლამის განთავსებისათვის საეთერო დროის ან/და გაზეთის ფართობის ღირებულება განსაზღვრული ტარიფების შესაბამისად და ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ანგარიშსწორების გახორციელებიდან არა უგვიანეს 24 საათისა. ფინანსური მონიტორინგის სამსახური ასევე სწავლობს პარტიის მიერ წარმოდგენილ და საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას საარჩევნო შტაბებისა და ოფისების გახსნის შესახებ, რაც შესაბამისი პერიოდის დეკლარაციებში არ იქნა წარმოდგენილი.
ასევე სახელმწიფო აუდიტის სამსახურში სხვადასხვა
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ იქნა ინფორმაცია მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში გურიის რეგიონში საერთაშორისო ასოციაცია “საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისთვის” მიერ განხორციელებული საქველმოქმედო აქციის
შესახებ, რისთვისაც გამოყენებულ იქნა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” რაიონული ოფისი. აღნიშნული საკითხის შესწავლის მიზნით მიმდინარეობს მოკვლევა.