ფესტივალი მეხუთედ იმართება, რომლის მხარდამჭერებია შიდა ქართლის კულტურული მემკვიდრეობის აღორძინებისა და განვითარების ფონდი და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.
“უხილავი დინებები” უმეტესად ახალგაზრდა მხატვრების ფორუმია, სადაც ჰიბრიდული ობიექტები გამოიფინება. აღნიშნული ფესტივალი 2009 წლიდან იმართება. ფესტივალის დირექტორი, ყარამან ქუთათელაძე თავისი წინაპრების _ გასული საუკუნის მოდერნისტების, კირილე და ილია ზდანევიჩების მიერ დაწყებულ მოძრაობას აგრძელებს, რომლის მიზანი თანამედროვე ქართული შემოქმედების პროგრესულ არტ-პროცესებთან დაკავშირებაა.
აღსანიშნავია, რომ წლევანდელ ფესტივალზე პირვალად გაიხსნება ამერიკული პავილიონი DADABITI, რომლის კურატორია ლოს ანჟელესში მცხოვრები ქართველი არტისტი ნანა ჩიჩუა.
ფესტივალი 16 სექტემბერს დაიხურება.
ძმებ ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების მეხუთე საერთაშორისო ფესტივალის “უხილავი დინებების”-ს ოფიციალური პრეზენტაცია 9 სექტემბერს გაიმართა. გახსნას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია და მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი დაესწრნენ.