გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა ადიგენის რაიონის სოფელ ხევაშენში, ფერსათის მთის ფერდობზე მდებარე საზაფხულო საძოვარზე, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ურთიერთშელაპარაკებისას, 1970 წელს დაბადებულ ჯემალ სულაბერიძეს სანადირო თოფიდან გასროლით თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ადგილზე გარდაიცვლა.
სამართალდამცველებმა გენადი გ. მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ბრალდებით მიმდინარეობს (სსსკ–ის 108–ე მუხლით).