_ განუცხადა სოფელ დვაბზუში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ოზურგეთელმა ვაჟა ჯინჭარაძემ პრეზიდენტობის კანდიდატს, დავით ბაქრაძეს.
_ მე ხომ პარლამენტის თავმჯდომარე ვიყავი მაშინ. ახლა დეპუტატმა გაგიკეთოს ის, რაც მე გავაკეთე. შენ თუ იმის გამო ხარ მოსული მომატყუე მითხრა, აგერ ჩაიწერა კამერამ, თავისუფალი ხარ და შენს წილ პრემიას მიიღებ, _ თქვა დავით ბაქრაძემ.
_ ღვინის ქარხანაში ვიყავი კახეთში. მე, როგორც გურულს, მომცეს 16 თეთრი ერთ ლიტრ ღვინოში, კახელებს კი _ 3.20 ლარი. ყალბი საბუთები დევს საქმეში და ამის გასარკვევად ვიბრძვი. 2005 წელს აღიძრა საქმე, მაგრამ არაფერი არ არის გამოძიებული, _ გვითხრა ვაჟა ჯინჭარაძემ.