იმ ტერიტორიის მთელ პერიმეტრს, სადაც დავით ბაქრაძე უნდა გამოვიდეს სიტყვით და შეხვდეს მოსახლეობას, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები იცავენ. აქვე იმყოფება ორგანიზაცია “დაიცავი საქართველოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი, კახა მიქაია და “ქალები მშვიდობისა და სამართლიანობისთვის” თავმჯდომარე, ლალი ანთია. ისინი ზუგდიდში “ნაცმოძრაობის” წევრების და მომხრეების ჩამოსვლას ყოველთვის აპროტესტებენ, თუმცა, დღეს საპროტესტო აქციის გამართვას არ აპირებენ.
დავით ბაქრაძეს ხუთი საათისთვის ელოდებიან.