“მე თავისუფალი ადამიანი ვარ, ჩემთვის მინისტრობა არის ძალიან დიდი ტვირთი და პასუხისმგებლობა და ორი რამის გარდა ამ სკამთან სხვა არაფერი მაკავშირებს _ პასუხისმგებლობის განცდა და ტვირთი. იმაზე თუ ვინ იქნება ახალი პრემიერი რა, თქმა უნდა ბევრად იქნება დამოკიდებული ჩემი სურვილები მთავრობაში მუშაობის და ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული ახალი პრემიერის სურვილზე იმუშაოს ისეთ მინისტრთან, როგორიც მე ვარ. ამიტომ თუ ორმხრივი სურვილი იქნება მე რა თქმა უნდა გავაგრძელებ მუშაობას.” _ ამბობს თეა წულუკიანი.
იუსტიციის მინისტრი ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას პოლიტიკიდან წასვლის შესახებ “სამწუხაროს” უწოდებს და ამბობს, რომ როგორც მისი მთავრობის წევრს დასავლური ტიპის სამუშაო პირობები ჰქონდა
“არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ ძალიან ბევრი მიფიქრია იმაზე, რომ რამდენად შევძლებ ვიმუშაო ისევე კომფორტულად, როგორც ეხლა ვმუშაობ ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის პირობებში, რადგან ის გვაძლევს ძირითად მიმართულებებს, თუ საით უნდა იარონ სამინისტროებმა და პრინციპში, ის არის დასავლური ტიპის პრემიერი, რომელიც ყველა საკითხში, ყველა თემაზე არ ერევა. ივანიშვილი თვლის, რომ თუ ვინმე მინისტრად დანიშნა, ის მათ ენდობა და გარედან უწყობს ხელს, მუდამ მზად არის რჩევისთვის. რეალურად ისეთი პირობები მაქვს სამუშაოდ, როგორსაც დასავლეთში ვიყავი მიჩვეული. ვნახოთ ვინ იქნება ახალი პრემიერი და რამდენად საინტერესო იქნება მისთვის ჩემთან მუშაობა და რამდენად საინტერესო იქნება ჩემთვის მასთან მუშაობა” _ აცხადებს იუსტიციის მინისტრი.