https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკელების მიერ დათმობების თემა ხშირად უკრაინის კონტექსტში განიხილება და არა რუსეთის

    ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უკრაინაში რუსეთის ომის დასრულება ჩინეთს ერთი სატელეფონო ზარით შეუძლია

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

პირდაპირ ეთერში ჩაწერილი ინტერვიუ

0:01; 1.01.1970
21-ს ქვევით
Share on FacebookShare on TwitterEmail

“თბილისის კოლორიტი” _ ასე უწოდა ქართულმა საზოგადოებამ გივი სიხარულიძეს. მსახიობი დღეს ჩვენი გაზეთის სტუმარია. ინტერვიუს ჩასაწერად სამსახურში, რადიო “საქართველოს ხმის” ოფისში ვესტუმრეთ და ჩვენი ინტერვიუც პირდაპირ ეთერში ჩაიწერა.

_ წარმოშობით მეც გურული ვარ, ჩემი მშობლები, ბებია, ბაბუა, ბიძა, ბიცოლა _ ყველანი გურიიდან არიან. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მე მაინც ჩემი თბილისისა ვარ, მე ჩემს ქალაქს ვუყვარვარ. აქედან გამომდინარე, მე ვერც გურიის ვიქნები, ვერც იმერეთის, ვერც კახეთის და ვერც რაჭის, მე სუფთა ქალაქელი კაცი ვარ, მაგრამ ჩემი გურია ძალიან მიყვარს და ვაფასებ.

_ დღეს თუ გაქვთ კავშირი გურიასთან?

_ სამწუხაროდ, არა. იმიტომ, რომ ჩემი ბიცოლაც გარდაიცვალა, ჩემი ბიძაშვილიც. ბავშვობაშიც იშვიათად ჩავდიოდი, მაშინ ძალიან უჭირდა ბიცოლაჩემს, არ ჰყავდა ქმარი, კომუნისტებმა დაუხვრიტეს, ამიტომ არ მინდოდა ზედმეტად შემეწუხებინა. იმისთვის, რომ არ დამეკარგა ჩემი გურია, გრიგოლეთთან ახლოს ავაშენე სახლი. ჩემი შვილები ჩადიან და გიჟდებიან იქ ყოფნაზე. მიმაჩნია, რომ ჩოხატაური ყველაზე ლამაზი რაიონია მთელ გურიაში. სადაც ჩემი მშობლები ცხოვრობდნენ, ის ადგილი ახლა გაყიდულია, ვაპირებ ისევ შევისყიდო მამაჩემის საპატივცემულოდ, მინდა მამაჩემის სული ტრიალებდეს იქ.

_ ბატონო გივი, ყოველთვის ყველას ამხიარულებთ თქვენი საინტერესო და სახალისო თავგადასავლებით, იქნებ, ჩვენც მოგვიყვეთ რამდენიმე, ოღონდ ისეთი, რაც არსად მოგიყოლიათ.

_ ოოო, რაც არსად მომიყოლია? კი, ბატონო, ახლა მე მოგიყვებით ისეთ ისტორიას, რაც არსად გამიჟღერებია. ანუ, ეს იქნება ექსკლუზივი თქვენი გაზეთისთვის. ახალგაზრდა ბიჭი ვარ, 1965 წელია, გასტროლებზე ვართ საფრანგეთში. პარიზში გავიცანი ერთი ულამაზესი ფრანგი გოგონა და ღამით გავიპარე სასტუმროდან მის სანახავად. ღამე შემოვლა იყო ხოლმე. ილიკო სუხიშვილის ძმა, ვალოდია ყუფარაძე (ნახევარძმა იყო ილიკოსი) აკეთებდა აღრიცხვას _ ვინ იწვა ლოგინში და ვინ არა. მე ჩემს საწოლში ჩავაწყვე დიდი მუთაქები, წავაფარე საბანი და წავედი. ჩემ გვერდით იწვა ჩემი მეგობარი, სუხიშვილების ერთ-ერთი არაჩვეულებრივი მოცეკვავე ბეჟან სურმავა. შემოსულა ვალოდია და უკითხავს,

_ “აბა, აქა ხართ ყველა? სიხარულიძე სად არის?”, _ სძინავს, აი, აქ არისო, უთქვამს ბეჟანს და ვალოდიაც გასულა. კარგად რომ ვინებივრე ამ ფრანგ გოგოსთან, დილის 6-ის ნახევარია და ვიპარები სასტუმროში, შევედი და ვხედავ, კაგებე-ს მინისტრის მოადგილე, ბატონი გივი ჯორბენაძე დგას იქვე. დაღუპული ვარ, აღარაფერი აღარ მშველის, ფერი დავკარგე. “გივი, მოდი აქ, რაღაც უნდა გთხოვოო”, დამიძახა, მეც მივედი. მგონია, უნდა მისაყვედუროს და… მეუბნება,”კაზინოში ვიყავი წასული სათამაშოდ ერთ ქალთან ერთად, ეს წუთია მოვედი და ძალიან გთხოვ, არსად არ თქვაო”. ვიფიქრე, რომ მასხრად ამიგდო და ირონიით მეუბნებოდა. კარგი-მეთქი, ვუთხარი დაბნეულმა და დავემშვიდობე. მეორე დილით მივფრინავთ იტალიაში და როგორც ყოველთვის, კითხულობენ სიას, ასე მგონია, მორჩა, გათავებულია ჩემი ამბავი, მე ვინ ჩამსვამს სიაში, ერთადერთი იმის იმედი მაქვს, ორი-სამი მოგზაურობა დამსჯიან და მერე ისევ გამიშვებენ. არც ვუსმენ სიის ამოკითხვას და უცებ მესმის _ “გივი სიხარულიძე”. გავგიჟდი, ისე გამიხარდა, მთელი ჩემი ცხოვრება ვერ ვიტანდი კაგებეს და იმ დღეს ჩემს თავს ვუთხარი, რომ თურმე ყველაზე ერთნაირად არ უნდა იმსჯელო და რომ ამ კაგებეშიც არსებობს ვაჟკაცი ხალხი-მეთქი. ეს ადამიანი ახლა ცოცხალი აღარ არის, მაგრამ ყოველთვის მემახსოვრება, როგორც ვაჟკაცი, რაინდული თვისებების მატარებელი კაცი. კიდევ ერთს მოგიყვებით _ 1964 წელია, 6 თვე ვიყავი ლათინურ ამერიკაში გასტროლებზე. წასვლამდე შემხვდნენ ჩემი ძმაკაცები. ხოდა ამ ძმაკაცებს გავუკეთე საჩუქრები და ვინც ყველაზე ძალიან მიყვარდა, ის გამომრჩა. როცა ჩამოვედი მეკითხება: “გივიჯან, რა ჩამომიტანე, ტო, ამერიკიდანო”? რა უნდა მეთქვა, ვუთხარი _ “მე შენ ჩამოგიტანე გულწრფელი შთაბეჭდილებები-მეთქი”, ეს რა საჩუქარიაო, გადაირია კაცი. რას ამბობ, მე ვუთხარი, ეს ყველაზე დიდი საჩუქარია, აბა, დაუფიქრდი _ “გულწრფელი შთაბეჭდილებები ამერიკიდან”. კიდევ უკეთესს მოგიყვებით _ ჩამოვედი საფრანგეთიდან, აეროპორტში დამხვდა მამაჩემი და ჩემი სიმამრი. ვხედავ, მამაჩემს ცოტა სხვანაირი სახე აქვს. მამა, რა მოხდა, დედა როგორ არის-მეთქი. კარგად არისო, ჩემი ცოლი-მეთქი, კარგადაა ისიცო. ვაახ, კაცო, ყველა ვიკითხე და კარგად არიანო. მაშინ მითხარი, რა ხდება-მეთქი. გავგიჟდი კაცი. მამიდა მყავდა ერთი გეოგრაფიის მასწავლებელი, გრძელი ცხვირი ჰქონდა და არ წაიყვანა არავინ. მისი გაზრდილი ვიყავი, ჩემზე ამოსდიოდა მზე და მთვარე, ხოდა, თურმე ეს მამიდა ყოფილა ცუდად, კვდებაო მითხრეს. აუუ, დავყარე ყველაფერი და წავედი. ენგელსის ქუჩაზე ცხოვრობდა ერთოთახიან ბინაში, მთელი სანათესავო იქ იყო. შევედი თუ არა ოთახში, თვალებით მიცნო და მეუბნება, შ. გ. რ. კ. ც. ჩ. გ. მ. ხ. კ. კ. ფ. შ და ასე შემდეგ და გარდაიცვალა. ნუ, ჩვეულებისამებრ რამდენიმე დღეში დავასაფლავეთ საცოდავი მამიდაჩემი და დავიწყე ფიქრი თუ რა მითხრა სიკვდილის წინ და გავშიფრე: შ. გ, _ შვილო, გივი, რ. კ. ც. ჩ. _ რა კარგია ცოცხალს რომ ჩამომისწარი, გ. მ. _ გაიხედე მარჯვნივ, ხ. კ. _ ხედავ კედელს? კ. ფ. შ.-ო კედელში ფულია შენახულიო და მეტი აღარ გავშიფრე, რად მინდოდა, ფული ვიშოვნე და… ვიყიდე დიდი ჩაქუჩი და წავედი კედლის დასანგრევად, არცერთ ძმაკაცს არ ვუთხარი, იმათთვის რომ მეთქვა, მაშინ წილშიც უნდა გამეყვანა და ეს არ მაწყობდა. არადა, ცხოვრებაში ცეკვის გარდა არაფერი მაქვს გაკეთებული. თან იცით, რამხელა აგურის კედლებია? ორი ხელი რომ გაშალო ერთად ვერ გაწვდები. თვენახევარი ვანგრევდი. ხელები აღარ მივარგა უკვე, დავამთავრე ნგრევა და ვხედავ არაფერი არ არის. ვაიმე, ვიფიქრე, ეს რა უბედურება დამემართა, ჩამოვჯექი იქვე დაღონებულმა და უცებ მომაგონდა, გ. მ. გაიხედე მარჯვნივ, კაცო მარცხენაც ხომ მ.-ზე იწყება და ახლა მივადექი მარცხენა კედელს. ზუსტად 27 დღე მოვანდომე მარცხენა კედლის დანგრევას. ახლა უკვე ვიცოდი, სად უნდა დამერტყა, დავანგრიე ისიც და იქაც არაფერი, ვზივარ მოწყენილი და მესმის გადმოხტი, გადმოხტიო. თურმე ცენტრალური კედელი ჩამინგრევია და დაინგრა სახლიც. მოვარდა სასწრაფო, პოლიცია, მამაჩემიც მოვიდა და ჰგონია, რომ გავაფრინე. მითხრა, შვილო, ავლიპ ზურაბაშვილი და გობრონიძე ჩემი მეგობრები არიან, უბრალოდ წამყევი, გაგსინჯავენ და საავადმყოფოში არ დაგაწვენ, სახლში გიწამლებო. სანამ საგიჟეში წამიყვან, გამოდი აქეთ, რაღაცა უნდა გითხრა-მეთქი და ვუთხარი, რატომაც დავანგრიე კედლები. კაცი კინაღამ მოკვდა სიცილისგან: შე შობელძაღლო, თუ ანდერძზე ფიქრობდი, ვერ მითხარი მეო, გეოგრაფიის მასწავლებლებს რომ გალაქული ჯოხები აქვთ რუკაზე მოსახაზად, ის დაგიტოვა და თქვა, თუ მასწავლებლობა მოინდომოს ჯოხი ექნებაო. ლამის, გული გამისკდა. 1500 მანეთი დაგვიჯდა იმ კედლების ხელახლა აშენება, სახელმწიფო ქონება იყო და ვინ შემარჩენდა? დამიჭერდნენ. ხოდა გაგრაში ვარ და არ მასვენებს იმაზე ფიქრი თუ რა მითხრა მამიდაჩემმა სიკვდილის წინ, რაც მხოლოდ სიტყვების წინა ასოებს განსაზღვრავდა, უცებ მოვედი აზრზე მე დურაკი. ნუ, შვილო გივი, რა კაია ცოცხალს რომ ჩამომისწარი, გაიხედე მარჯვნივ, ხედავ კედელს? ეს ჩვეულებრივ ისევ ისე გავშიფრე, დანარჩენი რაც არ გავშიფრე იყო ასე, ი. კ. ძ _ იყავი კედელივით ძლიერი, ა. ი. ფ _ არ იფიქრო ფულზე, ფ. ა. ა. _ ფული აფუჭებს ადამიანს, მ. ი. შ. გ. მ. ც. დ. _ მთავარია იმეგობრო შევარდნაძის გვართან, მაგათი ცხოვრება დგებაო. მართლაც, დღესაც ვმეგობრობ შევარდნაძის ძმისშვილებთან, მაგათ ენაცვალოთ ჩემი სიცოცხლე, მერე შევარდნაძემ რომ დაანგრია მთელი ქვეყანა, გააუბედურა, გააცამტვერა და მიწასთან გაასწორა წავედი მამიდაჩემის საფლავზე და ჩავძახე, მამიდა ბრძენი იყავი ყოველთვის და მითხარი ერთი, როდისმე წავა ეს კაცი-მეთქი? ხოდა მისმა სულმა ამომძახა, უვადოა, უვადოო და მართლაც, სანამ არ გადააგდეს, მანამ არ წავიდა.

_ გურიასთან დაკავშირებითაც ხომ ვერ გაიხსენებდით კურიოზს?

_ ერთხელ ჩემს ცეზარ შევარდნაძესთან ერთად ჩავედი მამათში, მივდივართ ლაპარაკ-ლაპარაკით, ჰყვება ამბებს, როგორ უყვარს გურია, როგორ თამაშობდა მთელი ბავშვობა აქ და არ გასცდა თავის სახლს? ვიღაცასთან მიმაყენა. არადა, რომ გეკითხა, იქ გაიზარდა. ზამთარი იყო, შემოიხვია კაშნე, თვალები უჩანს მარტო. “ბიძია სიმონია” დაუძახა ვიღაც კაცს, რომელიც ეზოში იდგა და რაღაცას აკეთებდა. “შევარდნაძის სახლს ვერ მიმასწავლიო?”, გურულმა ამოხედა და უთხრა, “ცეზარია, დურაკო, ათი კაშნი რომ შემეიხვიო, მაინც გიცნობ, რა დღეში ჩავარდნილხარ, საკუთარ სახლს ვეღარ აგნებო”. აი, მაშინ გავგიჟდი გურულების იუმორზე და მიხვედრილობაზე, ხმით იცნო კაცი.

_ სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?

_ბატონი თემურ ბაბლუანი საფრანგეთში იღებს ფილმს, მუნჯ ემიგრანტზე, სადაც მთავარ როლს ვთამაშობ მე. უახლოეს მომავალში უნდა დაიწყოს გადაღება და წავალ, საქართველოში არსად არ მაჩენენ, იმიტომ, რომ არ აწყობთ სიმართლის მთქმელი კაცი, მიცემული აქვთ კულტურის თუ კინოს მესვეურებს, არაოფიციალური, არაწერილობითი, ჩვეულებრივი სიტყვიერი ბრძანება, რომ არ გააკაროთ არსად, არ უნდათ ჩემი წინსვლა. მე ძალიან დიდი მადლობელი ვარ “რუსთავი-2“-ის, ყოველთვის მიწვევს გადაცემებში, მზეც ძალიან მეფერება, იმედზეც ასე თუ ისე, ვარ ხოლმე, პირველი არხი ხომ ცდილობს საერთოდ არ გამომაჩინოს არსად, მაგრამ რაც არ უნდა ეცადონ, მაინც არაფერი გამოუვათ. მე ჩემს ხალხს ვუყვარვარ, ამას ღმერთი მახერხებინებს, ჩემით არაფერს ვაკეთებ, ღვთის ნებით ხდება ყველაფერი, უფალმა გადაწყვიტა ასე და ამიტომაც არის, რომ ხალხმა “თბილისის კოლორიტი” მიწოდა.

გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

21-ს ქვევით

სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

19:55; 24 ოქტომბერი, 2025
21-ს ქვევით

ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

13:47; 20 ოქტომბერი, 2025
21-ს ქვევით

„სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

17:53; 15 სექტემბერი, 2025
21-ს ქვევით

რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

18:44; 21 აგვისტო, 2025
21-ს ქვევით

რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

15:18; 20 აგვისტო, 2025

გურული კურიოზები 14.12.2010

გურული ანეკდოტები 14.12.2010

ყველა სიახლე

სამართალი

14 წელს მიუღწეველი არასრულწლოვნების მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

11:02; 15.02.2026
ზაფრანი

„უკვე ყველა „გაიშნიკმა“ იცოდა მისი მანქანის ნომერი…“

10:56; 15.02.2026
პოლიტიკა

დაიშალა თუ არა გვარამია-ჯაფარიძის კოალიცია

10:29; 15.02.2026
პოლიტიკა

სიმონ ჯანაშია: ყველაფერს ერთი მიზანი აქვს, უნივერსიტეტები დაემორჩილონ ერთ პარტიას

10:11; 15.02.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე სიმონ ჯანაშიას – თქვენ, ფრონტის წინა ხაზზე ამ ძალადობრივ აქციებში გაუშვით ეს ახალგაზრდები და ახლა მოკალათებული ხართ სავარძელში

9:54; 15.02.2026
ზაფრანი

„ციმბირელი პაპა“

9:22; 15.02.2026
საზოგადოება

ვინ ვეღარ ისარგებლებს საყოველთაო ჯანდაცვით – რა წერია ახალ ბრძანებაში

20:27; 14.02.2026
საზოგადოება

ოზურგეთელმა ქალბატონმა ქუჩაში ფული იპოვა

18:28; 14.02.2026
საზოგადოება

“ალა­პა­რაკ­და სკვერ­ში ცე­მის თვითმხილ­ვე­ლე­ბი!” – რას წერს მოკლული მასწავლებლის დედა

16:40; 14.02.2026
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკელების მიერ დათმობების თემა ხშირად უკრაინის კონტექსტში განიხილება და არა რუსეთის

16:33; 14.02.2026
საზოგადოება

ოზურგეთში ახალი ცენტრი „ნაბიჯი სინათლისკენ” _ განვითარების აკადემია/,,Steb Towaed the Ligt” -Development Academy გაიხსნა

14:53; 14.02.2026
ზაფრანი

17 თებერვალს მზის დაბნელებაა – ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც მნიშვნელოვანი ცვლილებები ელოდება

14:17; 14.02.2026
მსოფლიო

ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უკრაინაში რუსეთის ომის დასრულება ჩინეთს ერთი სატელეფონო ზარით შეუძლია

13:38; 14.02.2026
სამართალი

შსს-მ სამი არასრულწლოვანი დააკავა

13:06; 14.02.2026
საზოგადოება

ვინ ვერ დასაქმდება სკოლაში – შეზღუდვები მასწავლებლებისა და სკოლაში დასქმების სხვა მსურველებისთვის

12:40; 14.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026
0

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო