კომისიაზე დღეს კონკრეტული პირების საჩივრებს განიხილავენ. რამდენიმე წუთის წინ ,,ტელერადიოკომპანია“ რიონის დირექტორს თამარ ღვინიანიძეს უსმენდნენ, რომლის განმარტებით, დღემდე აქვს დავა ერთ-ერთ ადგილობრივ ტელევიზიასთან, რომელიც უკანონოდ ცდილობს ქუთაისის სიხშირეების მიტაცებას.
კომისიის წევრის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, “აშკარაა, რომ ეროვნული კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია მასზე დაკისრებულ მოვალეობას ბოლომდე არ ასრულებდა და არ ეწოდა კომუნიკაციების სრულ მონიტორინგს. მისივე თქმით, დაკითხვები ტელეკომპანიების თაობაზე კვლავ გაგრძელდება და კომისია დეტალურად მოისმენს ყველა გამომსვლელის პრობლემებს. ამის შემდეგ უფრო ნათელი გახდება, თუ რა დარღვევები იყო კომუნიკაციების სფეროში.”