17 სექტემბერს, ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით 11:00-დან 13:00 საათამდე გაითიშება ქვესადგურები “ზუგდიდი 4“ და “ზედა ეწერი“, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება ზუგდიდში 8273 აბონენტს, ხოლო სოფლებში: ოდიში, კალინინი, რუხი, რიყე, კორცხელი, საჭითანაო და საჩხეტიო 4390 აბონენტს.
17 სექტემბერს ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით 13:00-დან 16:00 საათამდე გამოირთვება 35 კილოვატიანი ქვესადგური “ცაიში“. ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება სოფელ ცაიშში 1513 აბონენტს.
18 სექტემბერს, ასევე ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით 11:00-დან 14:00 საათამდე გამოირთვება 35 კილოვატიანი ელექტროსადგური “ჩხოუშია“, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება ზუგდიდში 7093 აბონენტს.
“ენერგო-პრო ჯორჯიას”დასავლეთ საქართველოს რეგიონული ფილიალის ტექნიკური სამსახურის განცხადებით ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.