https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

    რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

    რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

საარჩევნო შეხვედრებზე ჩინოვნიკების ყოფნა ითვალისწინებს ჯარიმას _ 2000 ლარს!

7:09; 17.09.2013
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

საარჩევნო კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის შემთხვევები

ზუგდიდი

11 სექტემბერს ზუგდიდში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საპრეზიდენტო კანდიდატის დავით ბაქრაძის წინასაარჩევნო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც პარტიის წევრები და მხარდამჭერები ესწრებოდნენ. პარალელურად კი, “დაიცავი საქართველოს” წარმომადგენლებმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ სააგიტაციო აქცია გამართეს.

20 ივლისის პრაიმერიზისგან განსხვავებით, 11 სექტემბერს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიმართ კრიტიკულად განწყობილი ჯგუფების მხრიდან ძალადობრივი ქმედება არ დაფიქსირებულა, თუმცა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წარმომადგენლების დაკვირვებით, 11 სექტემბრის წინასაარჩევნო შეხვედრას ესწრებოდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის თანამშრომლები, მათ შორის, საკრებულოს აპარატის უფროსი თემურ ბასილაია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მატერიალურ-ტექნიკური საკითხთა განყოფილების უფროსი ბართლომე შელია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა განყოფილების უფროსი ლევან მაქაცარია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული საკითხთა განყოფილების წამყვანი სპეციალისტი ანა წითლიძე. პარალელურად გამართულ სააგიტაციო შეხვედრაში კი, რომელსაც “დაიცავი საქართველოს” წევრი კახა მიქაია ხელმძღვანელობდა, მონაწილეობდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ედემ კეკუტია და ზუგდიდის ქალაქის ტერიტორიული ორგანოს წამყვანი სპეციალისტი – ნუკრი ჯიჭონაია. ჩამოთვლილი თანამდებობის პირები წარმოადგენენ ადგილობრივი ხელისუფლების საჯარო მოხელეებს; შესაბამისად, მათ საარჩევნო კოდექსი სამუშაო საათებში უკრძალავს აგიტაციის გაწევას ან აგიტაციაში მონაწილეობას (საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-4 ნაწილის „თ” ქვეპუნქტი). იქიდან გამომდინარე, რომ აქცია მიმდინარეობდა სამუშაო საათებში (აქცია დაიწყო 16 საათზე), საჯარო მოხელეებმა დაარღვიეს საარჩევნო კოდექსი, რაც ითვალისწინებს ჯარიმას 2000 ლარის ოდენობით.

კასპი

7 სექტემბერს “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატს გიორგი მარგველაშვილს კასპში საჯარო სკოლების პედაგოგები შეხვდნენ. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, მხარდამჭერთა მობილიზებას ორგანიზებული ხასიათი ჰქონდა და მას ხანდაკის, ახალქალაქის, ახალციხის, ხოვლის და სხვა ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულები ახორციელებდნენ. ხანდაკის რწმუნებული ჟურნალისტს უცხადებს, რომ მან 120 ადამიანის ტრანსპორტირება უზრუნველყო. ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულები ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეები არიან და გარდა იმისა, რომ მათ ეკრძალებათ სამუშაო საათებში წინასარჩევნო აგიტაცია, ასევე, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ მათი მხრიდან მოხდა სახელმწიფოს ფინანსური ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტის სასარგებლოდ, რაც საარჩევნო კოდექსის 48-ე მუხლის 1 ნაწილის “გ“ ქვეპუნქტის დარღვევაა და ითვალისწინებს ჯარიმას 2000 ლარის ოდენობით.

ჩოხატაური

აგიტაციაში საჯარო მოხელეების სავარაუდოდ უკანონო მონაწილეობა დაფიქსირდა 13 სექტემბერს ჩოხატაურშიც, სადაც “გურია ნიუსის” ცნობით პრეზიდენტობის კანდიდატ მარგველაშვილთან შეხვედრაში მონაწილეობდნენ გურიის სამხარეო პოლიციის სამმართველოს უფროსი გოჩა ფერსაშვილი, მისი მოადგილე გურამ ასათიანი, ჩოხატაურის პოლიციის სამმართველოს უფროსი აკაკი მაისურაძე და მისი მოადგილე, ზაზა დოლიძე. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების დასწრება წინასაარჩევნო შეკრებაზე აღიქმება როგორც წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა, რაც მათ საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-4 მუხლის “გ“ ქვეპუნქტის დარღვევაა და ითვალისწინებს ჯარიმას 2000 ლარს.

“საერთაშორისო გამჭირვალობა _ საქართველო”  ამ შემთხვევების შესასწავლად და შესაბამისი ზომების მისაღებად ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართავს.

სხვა ინციდენტები რეგიონებში

ბოლნისი

26 აგვისტოს პოსტიდან გადააყენეს ბოლნისის საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ ერაძე. რის შემდეგაც, გამგეობის წინ აქციები არ წყდება. ერაძე და მისი მხარდამჭერები აცხადებენ, რომ რაიონში ძალაუფლების მიტაცებას აქვს ადგილი. საკრებულოს წევრებმა გადაწყვეტილება რიგგარეშე სხდომაზე მიიღეს. მათი აზრით, ის დაკისრებულ მოვალეობას თავს ვერ ართმევდა. ერაძემ ჩვენს წარმომადგენელს განუცხადა, რომ საკრებულოს 13 წევრის მიერ რიგგარეშე სხდომაზე მისი გადაყენება უკანონო იყო და სხდომის ოქმი გაყალბებულია. ერაძის განცხადებითვე, იმპიჩმენტამდე ერთი თვით ადრე დაიწყო საკრებულოს წევრების მარნეულის და ბოლნისის შსს-ს განყოფილებებში დაბარება და დაშინება; “მათ სამი აზერბაიჯანელი დეპუტატის დაშინება მოახერხეს. რაც შემეხება მე, ჩემზეც იყო ზეწოლა – 8 საათის განმავლობაში მკითხავდნენ და ითხოვდნენ გადამეცა მათთვის საკრებულოს ბეჭედი. როდესაც არ დავთანხმდი კუსტარული წესით, სადღაც საამქროში სხვა ბეჭედი დაამზადეს.”

“ასევე, დარღვევით ჩატარდა ჩხრეკა ერაძის კაბინეტსა და სახლში. ჩხრეკას არ ესწრებოდა უფლებამოსილი პირი და მათ არ ჰქონდათ სასამართლოს გადაწყვეტილება”, – აცხადებს ერაძის ადვოკატი, სოსო ხახუტაშვილი.

საკითხის შესასწავლად 12 სექტემბერს ბოლნისს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი და უწყებათაშორისი კომისიის წევრები სტუმრობდნენ, რაც ცალსახად პოზიტიური ფაქტია. წულუკიანი საკრებულოს წევრებს დახურულ კარს მიღმა შეხვდა. მან განაცხადა, რომ არ აქვს უფლება ჩაერიოს თვითმმართველობის საქმიანობაში, თუმცა იმედს იტოვებს, რომ მასთან შეხვედრის შემდეგ საკრებულოს წევრები შეძლებენ ერთ გუნდად მუშაობას. ადგილობრივების განცხადებით კონფლიქტი ამოწურული არ არის და სიტუაცია კვლავ დაძაბული რჩება, შესაბამისად საკითხი უნდა დარჩეს უწყებათაშორისი კომისიის დღის წესრიგში მის საბოლოო გადაწყვეტამდე. სამართალდამცავმა ორგანოებმა კი ზეწოლის ფაქტზე შესაბამისი რეაგირება მოახდინონ.

ახმეტა

22 აგვისტოს კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებზე ზეწოლა ხორციელდებოდა; საკრებულოს წევრები მაჟორიტარი დეპუტატის ზურაბ ზვიადაურის ბიუროში ჰყავდათ დაბარებული და აიძულებდნენ, 23 აგვისტოს დაგეგმილ საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში საკრებულოს თავმჯდომარის ზაქარია ქინქლაძის გადაყენების საკითხი შეეტანათ. კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ასევე გაავრცელა საკრებულოს ერთ-ერთი წევრის (მან ითხოვა ანონიმურად დარჩენა) ინტერვიუ, სადაც ის ადასტურებს, რომ მაჟორიტარი ზურაბ ზვიადაური, გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბექა ბაიდაური და კახეთის პოლიციის უფროსის მოადგილე გოგიტა ღარიბაშვილი აიძულებდნენ ხელი მოეწერა საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ემუქრებოდნენ, რომ “ნარკოტიკს აღმოგიჩენთ და დაგაპატიმრებთო“.

საკრებულოში იმავე დღეს შევიდა დეპუტატების განცხადება თავმჯდომარის გადაყენების თაობაზე, რომელსაც საკრებულოს 12 წევრი აწერდა ხელს. ბიუროს სხდომაზე, სადაც უნდა გადაწყვეტილიყო გადაყენების საკითხის 23 აგვისტოს დაგეგმილ საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანა, საკრებულოს მხოლოდ 7 წევრი დაესწრო და თავმჯდომარის იმპიჩმენტის ინიცირებას მხოლოდ ორმა დაუჭირა მხარი. მეორე დღეს, 23 აგვისტოს ახმეტის საკრებულოს წევრებმა საკრებულოში განმეორებითი მიმართვა წარადგინეს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ. დაუსაბუთებელ მოთხოვნას ხელს საკრებულოს ის წევრებიც აწერენ, რომლებმაც წინა დღეს ბიუროს სხდომაზე იგივე მოთხოვნას მხარი არ დაუჭირეს და საკითხი ჩააგდეს. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, საკრებულოს წევრებს იმპიჩმენტის განმეორებით მოთხოვნა ახმეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა აიძულა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის რესპოდენტი, რომელიც ამ შეხვედრას ესწრებოდა, აცხადებს, რომ მაჟორიტარი დეპუტატის და გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის მხრიდან ადგილი ჰქონდა მუქარას პოლიციითა და პროკურატურით, მათი თქმით “თავმჯდომარის შეცვლის საკითხი შეთანხმებულია პრემიერ – მინისტრთან. ამიტომ, აზრი არ აქვს წინააღმდეგობის გაწევას.”

2 სექტემბერს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე 19 დამსწრე დეპუტატიდან 16-მა მხარი ქინქლაძის გადაყენებას დაუჭირა. იმავე სხდომაზე საკრებულოს ახალ თავმჯდომარედ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი დავით იმერლიშვილი აირჩიეს.

აღნიშნული საკითხი გახდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის განხილვის თემა, შედეგად კომისიამ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების მიმართ შეიმუშავა რეკომენდაცია: წინასაარჩევნო პერიოდში თავი შეიკავონ მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებების განხორციელებისაგან, მათ შორის, ხელმძღვანელი პირების (გამგებლების, საკრებულოს თავმჯდომარეების) თანამდებობიდან გადაყენებისაგან, მათ შორის იმპიჩმენტის წესით, რათა ეს არ იქნეს საჯარო მოსამსახურეთა პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების და არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენის მცდელობად. აღნიშნული რეკომენდაციას შესაძლოა ძლიერი პრევენციული ხასიათი ქონდეს, თუმცა ვფიქრობთ რომ სავარაუდო ზეწოლის ფაქტზე აუცილებელია სამართალდამცავმა ორგანოებმა მოახდინონ ადექვატური რეაგირება.

მარტვილი

6 სექტემბერს ქრთამის აღების ფაქტზე მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბორის მიქავა შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს. გამოძიება მას სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული, 2500 კვ/მ ფართობის მიწის მასივის გასხვისებაში, თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით დახმარებისა და სამსახურებრივი მფარველობის სანაცვლოდ, ქრთამის სახით 5000 ლარის აღებაში ედავება. ჩვენ გავესაუბრეთ საკრებულოს თავმჯდომარეს ზაალ გოროზიას და საკრებულოს ადმინისტრაციის უფროსს გურამ წოწორიას. საკრებულოს თავმჯდომარე პირდაპირ ამბობს, რომ საკრებულოს წევრებზე პირდაპირ ზეწოლა ხდება, ბოლო თვეების განმავლობაში მისი აპარატის თანამშრომლები, სოციალური თუ ინფრასტრუქტურის კომისიის წევრები არაერთხელ იყვნენ დაბარებულები ფინანსურ პოლიციაში, პროკურატურაში, იკვლევენ 2006 წლიდან დღემდე გაკეთებულ საქმეებს. “რაღაცას ეძებენ, ფაქტია რომ მარტვილში რაც ხდება, ალბათ არსად, სხვა მუნიციპალიტეტში არ ხდებაო“. რაც შეეხება თავად ბრალდებას, გოროზია მას უსაფუძვლოს უწოდებს, რადგან საქმე არა სახელმწიფო, არამედ კერძო საკუთრებაში არსებულ მიწას ეხება. ბორის მიქავასთან მივიდნენ მისი ახლობლები, რომლებსაც უნდოდათ მიწის ყიდვა. მიქავამ მიიყვანა კერძო მესაკუთრესთან და დაეხმარა მიწის ყიდვაშიო, – აცხადებს ზაალ გოროზია და ხაზს უსვამს, რომ არავითარი გარიგება სახელმწიფოს დაზარალების ხარჯზე არ ყოფილა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცავმა ორგანოებმა საჯარო განმარტება უნდა გააკეთონ.

ფოთი

29 აგვისტოს “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ფოთში ამ პარტიის სამი კოორდინატორი პროკურატურაში დაიბარეს, რაც მათი მხრიდან აღიქმება, როგორც დაშინების მცდელობა.

_ ჩვენ გადავამოწმეთ მომხდარი ფაქტი, კერძოდ, დავუკავშირდით ერთ-ერთ დაკითხულ პარტიულ აქტივისტს ლელა ჯოლოხავას, რომლის განცხადებითაც ისინი დასაქმების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებში აღმოჩენილ დარღვევებთან დაკავშირებულ საქმეზე, მოწმის სტატუსით დაიბარეს. ჯოლოხავა ჰყვება, რომ პროკურატურაში არავითარი ზეწოლა არ ყოფილა და თავაზიანად ექცეოდნენ. იგი უბრალოდ წუხს, რომ მხოლოდ 3 საათი მისცეს საოლქო პროკურატურაში მისასვლელად, რომელიც ზუგდიდში მდებარეობს. ლელა ჯოლოხავა ამჟამადაც ფოთის მერიის ჯანდაცვისა და დევნილთა საკითხების სამსახურში მუშაობს.

აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორის კომისიაში, სადაც მთავარი პროკურატურის წარმომადგენელმა განმარტა, რომ აღნიშნული პირების დაკითხვაზე დაბარება აუცილებელი გახდა იმ მიზეზით, რომ სექტემბრის დასაწყისში იწურებოდა გამოძების საპროცესო ვადები შესაბამისად აუცილებელი იყო მოწმეების დაკითხვა.

პრობლემის აქტუალობიდან გამომდინარე უწყებათაშორისმა კომისიამ პროკურატურას შეახსენა 2013 წლის შუალედური არჩევნებისას გაცემულ რეკომენდაცია, რომლის თანახმადაც, სასურველია საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში დაკითხვებისაგან თავის შეკავება კენჭისყრის დღემდე, გარდა იმ შემთხვევისა,როდესაც საქმის მიმართ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი ან იქმნება საპროცესო ვადის დარღვევის საფრთხე.

ვინაიდან ჩამოთვლილ შემთხვევებში ადამიანები მათზე სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან ზეწოლის ფაქტებზე საუბრობენ, მივმართავთ, საქართველოს პროკურატურას, შეისწავლოს ეს შემთხვევები და, თუ საჭირო იქნება, დაიწყოს გამოძიება, _ აღნიშნავენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

კომისია საჩივრებს განიხილავს

სახალხო დამცველის აპარატი შსს-ს განცხადებით მიმართავს

ყველა სიახლე

სამართალი

ბრალდებული ექიმი, რომელსაც სასამართლომ 50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა, გათავისუფლდა

21:06; 12.09.2026
მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

19:52; 12.09.2026
სამართალი

სასამართლომ ახმეტის სამედიცინო კლინიკის ნევროლოგს, მაია კოხტაშვილს 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

17:30; 12.09.2026
სამართალი

ზღვაში ახალგაზრდა ქალის ცხედრის პოვნის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

14:32; 12.09.2026
მსოფლიო

უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

12:49; 12.09.2026
სამართალი

პროკურორი: დავით ნარიმანიძის მკვლელობის მიზეზი სადღეგრძელოს გამო დაწყებული უკმაყოფილება გახდა

12:47; 12.09.2026
სამართალი

სასამართლო გიორგი ბარამიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს

12:38; 12.09.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა

11:11; 12.09.2026
მსოფლიო

რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

10:59; 12.09.2026
სამართალი

რეჟიმს შეწყალება რომ არ უნდა მოვთხოვო, ამისთვის რეკომენდაციები არ მჭირდება, ღირსების განცდაც საკმარისია – მზია ამაღლობელი

10:19; 12.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10:03; 12.09.2026
მსოფლიო

მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

9:26; 12.09.2026
მთავარი

 „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

22:22; 11.09.2026
საზოგადოება

3 წლამდე ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

21:37; 11.09.2026
საზოგადოება

რა ჯდება მერიის თანამშრომელთა მგზავრობა და რას აჩვენებს 14-წლიანი შესყიდვები?

19:41; 11.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო