აგრეთვე ჯარიმების რაოდენობა იზრდება უკანონო ძოვების ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში. ამას ითვალისწინებს კანონპროექტი “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” ცვლილების შეტანის შესახებ, რომელიც დღეს მესამე მოსმენით განიხილეს პარლამენტის გარემოს დავისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე.
დღევანდელ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს კანონპროექტი “გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ. კანონპროექტის თანახმად გეოდეზიური პუნქტების მდებარეობა პრეზიდენტის ბრძანებულების ნაცვლად “საქართველოში სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემის შესახებ” საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად განისაზღვრება.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კომიტეტმა ორივე დოკუმენტი მომზადებულად ჩათვალა და დეპუტატებმა კენჭისყრით დაუჭირეს მხარი კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას.
































































