შეხვედრაზე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძემ, სპორტის დეპარტამენტის უფროს ირაკლი დოლაბერიძესთან, სპორტის სახლემწიფო უნივერსიტეტის რექტორ – გურამ ძაგანიასთან და სხვა კოლეგებთან ერთად მოწვეულ სტუმრებს საქართველოში სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის ხელშემწყობი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს უფლებამოსილება და საქმიანობის წესი, სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის მიზანი და პრიორიტეტები, სასპორტო განათლების ძირითადი ასპექტები და სხვადასხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია გააცნო.
თამაზ თევზაძის განცხადებით “მთავრობის დადგენილებით შეიქმნა სახელმწიფო უწყებათა შორისი საკოორდინაციო საბჭო, რომელმაც უნდა შეიმუშავოს საქართველოს ოლიმპიური მოძრაობის და სპორტის განვითრების პოლიტიკური დოკუმენტი. საკოორდინაციო საბჭოში ჩართულნი არიან სხვადასხვა სამინისტროების წარმომადგენლები, ჩამოყალიბდა თემატურ ჯგუფები რომლებიც უკვე კონკრეტული მიმართულებებით მუშაობენ.
გამოიყო სამი ძირითადი მიმართულება, რომელიც მოიცავს ყველა კომპლექსურ საკითხს. ესენია – სპორტული ინფრასტრუქტურა, სასპორტო განათლება და სპორტული მეცნიერება სპორტული კანონმდებლობა. მთლიანობაში ჩვენ უნდა მოვამზადოთ მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომლითაც სამომავლოდ უნდა იხელმძღვანელონ სამინისტროებმა, ადგილობრივმა თვითმმართველობებმა და ასე შემდეგ.”
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას სხვადასხვა სამინისტროების წარმომადგენლები, სპორტული ფედერაციებისა და სხვადასხვა ორგანიზაციების წევრები ესწრებოდნენ.