სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების დებიუტანტები ბრინჯაოს მედლებისათვის რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებთან დამარცხდნენ. ქელეხსაშვილმა ორთაბრძოლა მაგომედ ყურბანალიევთან დათმო, ქერაშვილმა კი პავლო ელეინიკთან წააგო. აღსანიშნავია, რომ ლევან ქელეხსაშვილმა ნახევარფინალამდე შეძლო გასვლა, სადაც მომავალ ჩემპიონთან, სომხეთის წარმომადგენელ დავიდ საფარიანთან დამარცხდა.
მსოფლიო ჩემპიონატის პირველ დღეს, საქართველოს ღირსება 55 კგ-ში ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა – გიორგი ედიშერაშვილმაც დაიცვა, თუმცა მედლებისათვის ბრძოლას 1/4 ფინალიდან გამოეთიშა.