ორივე შეტყობინების მიღებისთანავე ტელეკომპანიის შენობასთან შსს-ს შესაბამისი სამსახურები გამოცხადდნენ და შენობიდან მოქალაქეების ევაკუაცია ორჯერ განახორციელეს. ჩატარებული განაღმვითი სამუშაოების შედეგად, არცერთი ფაქტის დროს შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა.
დაკავებული თამარ მ. აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად იგი მიეცემა სისხლის სამართლის პასუხისგებაში, როგორც 14 წელს მიღწეული პირი.
სამართალდამცველებმა 10 წლის საბა მ. კი პოლიციის განყოფილებაში მშობლებთან ერთად დაკითხეს და სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს.
გამოძიება ორივე ფაქტზე ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობის ბრალდებით საქართველოს სსსკ–ის 331-ე მუხლის 1–ლი ნაწილით მიმდინარეობს. გამოძიებას დიდუბე–ჩუღურეთის სამმართველოს 1-ლი განყოფილება აწარმოებს.