გამარჯვებულ სამართალდამცველებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ და გამარჯვება მიულოცეს.
საერთაშორისო ტურნირში, რომელიც ქალაქ ვილნიუსში 12-16 სექტემბერს სპორტულ არენა “სპორტიმა”-ზე მიმდინარეობდა, ქართველ სპორტსმენებთან ერთად ევროპის რვა ქვეყნის პოლიციელთა 20 ნაკრები გუნდი მონაწილეობდა.
ქართველი სამართალდამცველების 12 კაციანმა გუნდმა “მია ჯორჯია”-მ ტურნირის სხვადასხვა ეტაპზე გამართულ შეხვედრებში გამარჯვება მოიპოვა, ფინალში პოლონეთის პოლიციის ნაკრებს 1:0 მოუგო და ტურნირის ჩემპიონი გახდა.