https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპი – ირანისკენ ბევრი გემი მიცურავს, კარგი იქნება, თუ მათი გამოყენება არ დაგვჭირდება

    რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქი დაბომბა – დაიღუპა სამი ადამიანი

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მატარებლის ვაგონში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას არანაირი გამართლება არ აქვს

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპი – ირანისკენ ბევრი გემი მიცურავს, კარგი იქნება, თუ მათი გამოყენება არ დაგვჭირდება

    რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქი დაბომბა – დაიღუპა სამი ადამიანი

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მატარებლის ვაგონში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას არანაირი გამართლება არ აქვს

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რამდენიმე ფაქტი 26 მაისს განვითარებული მოვლენებიდან

6:06; 2.06.2011
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ისტორია I

“თავისუფლების მეტროსთან მდებარე ერთ-ერთი მაღაზიის სახურავზე აღმოჩენილი იქნა 2 მამაკაცის გვამი. წინასწარი მონაცემებით, გარდაცვალების მიზეზი იყო ელექტროსადენებთან მათი შეხება. გამოძიება სწავლობს ამ პირების შესაძლო კავშირს რუსთაველის პროსპექტზე გამართულ საპროტესტო აქციასთან,” _ ეს ოფიციალური განცხადება შს სამინისტრომ 27 მაისის დილას გააკეთა. მათვე გაავრცელეს კადრები, სადაც კრიმინალისტების სამუშაო პროცესია ასახული, თუმცა, გვამები საზოგადოებისთვის არ უჩვენებიათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერსიას აბსოლუტურ ტყუილს უწოდებს 26 მაისის დარბევის თვითმხილველი რეზო რეხვიაშვილი. მან ბავშობის მეგობარი ნიკა კვინტრაძე ჯერ პროზექტურაში, შემდეგ კი 26 მაისის დარბევის კადრებში ამოიცნო. ამ ფოტოზე 49 წლის კვინტრაძე, სხვა დაკავებულებთან ერთად, ასფალტზე პირქვე წევს.

ასფალტზე სახის დაყრდნობით ჩანს, რომ ის ჯერ კიდევ ცოცხალია, ხელები კი ზურგს უკან ბორკილებით აქვს შეკრული. ფოტოზე მასთან ერთად ბორკილებდადებული და დასისხლიანებული თხუთმეტამდე მამაკაცია გამოსახული.

ამის მიუხედავად, სამართალდამცველები საზოგადოებას არწმუნებენ, რომ ნიკა კვინტრაძის ცხედარი მეტრო თავისუფლებასთან მდებარე მაღაზიის თავზე 27 მაისს იპოვეს.

რეზო რეხვიაშვილი: _ როგორ უნდა დაღუპულიყო დენით?! ერთად ვიდექით ფურცელაძის ქუჩის კუთხესთან. როცა შემოტევა დაიწყეს, ნელ-ნელა წამოვედით, კიბეებზე გვინდოდა ასვლა, მაგრამ სპეცრაზმი დაგვხვდა და ტყვიები დაგვიშინეს. გაზის გამო, იქ მხედველობა ნულის ტოლი იყო. ერთი ის მახსოვს, რომ ნიკას დავუყვირე _ სად ხარ,-მეთქი. დამიძახა _ აუ, ბიჭო, ვეღარ ვსუნთქავო. იქიდან გაქცევის შანსი არ არსებობდა. მერე აღარაფერი მახსოვს და აღარც ნიკა მინახავს, არც “კაპეზეში” და არც სხვაგან. მე ვადასტურებ, რომ ის აქციაზე იყო. მარტო მე კი არა, ამას ბევრი დაადასტურებს.

როგორც ჩანს, საზოგადოებისთვის, მათ შორის სამართალდამცველებისათვის, ამ ფოტოს ისტორია უცნობი იყო მინიმუმ მანამ, სანამ ძალოვნები საკუთარ ვერსიას გაახმიანებდნენ. როგორ მოხვდა სპეცრაზმელების მიერ დაკავებული და ბორკილებდადებული კვინტრაძე მაღაზიის თავზე, ძიებას ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს.

პროზექტურაში ამბობენ, რომ ვიდრე ოჯახის წევრებს შეატყობინებდნენ, კვინტრაძის ცხედარს სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა.

რა მოხდა რეალურად, როგორ აღმოჩნდა ბორკილდადებული კვინტრაძე უშიშროების ყოფილი სამინისტროს მოსაზღვრედ მდებარე მაღაზიის თავზე, უცნობია. ეს შენობა და ტერიტორია ახლა შსს-ს დაქვემდებარებაშია.

26 მაისის აქციის სასტიკი დარბევიდან რამდენიმე საათში, მიხეილ სააკაშვილმა დარბევის ადგილზე სამხედრო აღლუმი ჩაიბარა. პერიმეტრი უსაფრთხოების სამსახურების მიერ, ტრადიციისამებრ, საგულდაგულოდ შემოწმდა. ამიტომ, გამორიცხულია სპეცსამსახურის თანამშრომლებს ამ ადგილზე ცხედრები (მაღაზიის სახურავზე, კვინტრაძესთან ერთად, სულიკო ასათიანის ცხედარი იპოვეს) არ შეენიშნათ. სამართალდამცველებს არ გაუციათ პასუხი შეკითხვაზე, როგორ აღმოჩნდა მაღაზიის თავზე აქციისას სპეცრაზმელების მიერ დაკავებული ნიკა კვინტრაძე, რომელიც სავარაუდოდ, მთავარ სამმართველოში ასობით სხვა მომიტინგესთან ერთად ყვითელი ავტობუსით გადაიყვანეს.

მაღაზიის სახურავზე მოხვედრა, რომელზეც გვამები იპოვეს მხოლოდ ღობეზე აძრომითაა შესაძლებელი, რაც ბორკილებდადებულისთვის შეუძლებელია _ ღობის სიგრძე 4 მეტრს აღემატება.

სხვა შემთხვევაში, ბორკილებდადებული ნიკა კვინტრაძე და სულიკო ასათიანი ღობის მეორე მხრიდან უნდა გადმომძვრალიყვნენ, რომელიც მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთდროულად ეკუთვნის. ახლობლები ამბობენ, რომ ცხედარს ბორკილები მაშინაც ეკეთა, როდესაც ამ ადგილას იპოვეს.

ვიდრე სამართალდამცველები კვინტრაძისა და ასათიანის დაღუპვის შესაძლო ვერსიებზე საუბრობენ და 26 მაისის აქციასთან მათ კავშირს სწავლობენ, სახელმწიფო სამედიცინო ექსპერტები, ხელისუფლების მიერ მართულ ნაციონალურ არხებზე, შსს-ს წინასწარ ვერსიას ამყარებენ.

ნიკა კვინტრაძის ცხედრის ფოტოები, რომელიც “კვირის რეპორტაჟმა” პროზექტურაში, 27 მაისს ღამის 11 საათზე გადაიღო, დამოუკიდებელმა სასამართლო ექსპერტმა შეაფასა. ალექსანდრე გეჯაძე ამბობს, რომ ცხედარს გვამური ლაქები ჯერ კიდევ არ აქვს კარგად განვითარებული და ის დაახლოებით 5 საათის გარდაცვლილია. თუ დამოუკიდებელ ექსპერტს დავეყრდნობით, გამოდის, რომ ნიკა კვინტრაძე 27 მაისს, საღამოს საათებში დაიღუპა და დილით, როდესაც სამართალდამცველთა ვერსიით მისი ცხედრის იპოვეს, ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.

დამოუკიდებელი ექსპერტი იმ დაზიანებებზეც საუბრობს, რომელიც “კვირის რეპორტაჟის” კამერამ კვინტრაძის ცხედარზე, მხოლოდ თავის არეში, ყელზე და მარცხენა მკლავზე დააფიქსირა. უცნობია ჰქონდა თუ არა მას დაზიანებები სხეულის სხვა ადგილას.

ნიკა კვინტრაძის დაზიანებული გვამის ნახვის შემდეგ, მამამისი გულის შეტევით გარდაიცვალა. ახლა კვინტრაძეებში 2 მიცვალებული ასვენია. ოჯახის წევრები მომხდარზე კომენტარს გაურბიან. კამერის მიღმა კი ამბობენ, რომ ნიკა ცემით მოკლეს და მამამისიც 26 მაისის მსხვერპლია.

როგორც “გურია ნიუსმა” გაარკვია, კვინტრაძეები, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ საჭამიასერიდან არიან. ჩვენ კომენტარისთვის საჭამიასერის მაჟორიტარ დეპუტატს, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარეს, ანტონ ხუნდაძეს დავუკავშირდით და კომენტარი ვთხოვეთ.

_ მე მხოლოდ ის ვიცი, რომ კვინტრაძე დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა, _ გვითხრა ხუნდაძემ.

საკრებულოს თავმჯდომარისთვის რომ სიტუაცია უფრო გასაგები ყოფილიყო, ხელებშეკრული კვინტრაძის ფოტო სამსახურში ჩავუტანეთ და იმ კადრებსაც ვაყურებინეთ, რომელიც “კვირის რეპორტაჟის” კამერამ დააფიქსირა. მოვასმენინეთ კვინტრაძის მეგობრის, რეზო რეხვიაშვილის კომენტარიც და 26 მაისს განვითარებული მოვლენების შეფასება ვთხოვეთ.

_ ჩემი აზრით სამოქალაქო დაპირისპირება ამ ფორმით არ უნდა მომხდარიყო. ამით იმის თქმა მსურს, რომ მიტინგების ორგანიზატორები წინასწარ განსაზღვრულ პროვოკაციაზე არ უნდა წასულიყვნენ. ჩვენ ვნახეთ კადრები, როცა მათ მერიის წარმომადგენელმა დაშლისკენ მოუწოდა. მათ რუსთაველზე მხოლოდ 12 საათამდე ჰქონდათ ყოფნის უფლება და შემდეგ აუცილებლად უნდა დაშლილიყვნენ.

_ თქვენ ფიქრობთ, რომ ხელისუფლებას მომიტინგეები ამ ფორმით _ ცემით, შეურაცხყოფით და მსხვერპლით უნდა დაეშალა?

_ მიტინგის დაშლის შესახებ კანონი არსებობს. დაშლისთვის სხვადასხვა საშუალებებს იყენებენ _ წყალს, გაზს, ხელკეტს. თუ რამე კანონგარეშე მოხდა, შესაბამისი ორგანოები შეისწავლიან. მე არ ვარ ამ საკითხში კომპეტენტური, რადგან იქ არ ვყოფილვარ.

_ შსს ვერსიით, ნიკა კვინტრაძის ცხედარი, რომელიც ჩოხატაურელია, მაღაზიის სახურავზე დენის დარტყმის შედეგად გაჩნდა. თქვენ ნახეთ ფოტო, რომელზედაც ხელებშეკრული კვინტრაძე სპეცრაზმს ჰყავს დაკავებული. ლოგიკურად და ფაქტებითაც ცხადია, რომ ხელებშეკრული ადამიანი, ოთხმეტრიან ღობეს ვერ გადაახტებოდა და სახურავზე ვერ მოხვდებოდა…

_ მე მაგ მოქალაქეს არ ვიცნობდი. სურათზე სახეც არ ჩანს. რაც შეხება მისი მეგობრის კომენტარს, არც ეს არის ჩემთვის სარწმუნო. ყველაფერი გამოძიების დასადგენია.

_ ბატონო ანტონ, ჩოხატაურში 26 მაისი ზეიმით აღნიშნეთ მაშინ, როცა, ამავე დილის გამთენიისას, ადამიანები დაიღუპნენ… მათთვის წუთიერი დუმილითაც კი არ გიციათ პატივი და დღესასწაულს აღნიშნავდით… ესეც მიღებულ ფორმად მიგაჩნიათ?

_ 26 მაისს დაგეგმილი იყო დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიებები და ეს არც უნდა გადაგვედო. რაც შეეხება გარდაცვლილებს, მათ შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ არსებობდა.

_ 26 მაისს, დილის 9 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეციალური ბრიფინგი გამართა და 2 გარდაცვლილის, მათ შორის, პოლიციელის გარდაცვალების შესახებ გააკეთა განცხადება… შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია თქვენთვის სარწმუნო არ არის?

_ ჩემთვის ზუსტი ინფორმაცია არ იყო ცნობილი. გვიან გავიგე დაზუსტებული ინფორმაცია. მე, პირადად, ბრიფინგი არ მინახავს.

_ 3 შვილის მამა ბრძანდებით და ხალხის ბედიც გაბარიათ; თქვენი შვილი რომ იქ ყოფილიყო, თუნდაც სრულიად შემთხვევით (და ასეთები ბევრნი იყვნენ!), მისთვის რომ გზა არ გაეხსნათ და ასე მოქცეოდნენ, მაშინაც გვეტყოდით ეს “ფორმა” და “წესიაო”?

_ ყველამ უნდ გაიგოს _ ჩემმა შვილმა და სხვისმა შვილმაც, რომ ჩვენ ვაშენებთ ქვეყანას და გვყავს უამრავი მტერი, რომელსაც არ სურს ჩვენი ქვეყნის განვითარება. ამ მხრივ უამრავი პრობლემა არსებობს. ამიტომ, ნებისმიერი პროტესტის ფორმა არ უნდა ასხამდეს მტრის წისქვილზე წყალს. არსებობს აქციის მშვიდობიანი ფორმები, რომლის გამოყენება კანონის ფარგლებში შეიძლება.

_ ის დასაშვებია როგორც ხელისუფლება ხალხს მოექცა? მსხვერპლი და ასობით დაზარალებული ადამიანი დასაშვებია?

_ წინასწარ ისე არ უნდა მიმართო, რომ შენს მოქმედებას მსხვერპლი მოჰყვეს, _ გვითხრა ხუნდაძემ.

ისტორია II

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სულიკო ასათიანის ცხედარი, ნიკა კვინტრაძესთან ერთად, მაღაზიის სახურავზე იპოვეს. პროზექტურის თანამშრომლების თქმით კი, ასათიანის გვამი არა 26 მაისს მომხდარი დარბევის ადგილიდან, არამედ მცხეთიდან ჩამოიტანეს.

ასათიანიც, თვითმხილველთა თქმით, სპეცრაზმელების მსხვერპლი გახდა. ვანელი სულიკო ასათიანის შვილი 2008 წლის აგვისტოს ომში დაიღუპა. მიხეილ სააკაშვილმა გარდაცვლილი გორგასლის ორდენით დააჯილდოვა და ორდენი პირადად გადასცა აწ უკვე გარდაცვლილ სულიკო ასათიანს.

ომში რუსების მიერ დახვრეტილი ბიჭის მამა, სულიკო ასათიანი “სახალხო კრების” აქციების გამო ჩამოვიდა თბილისში და 26 მაისის ღამეს, რამდენიმე ნაცნობთან ერთად, რუსთაველის გამზირზე მიხეილ სააკაშვილის მმართველობას აპროტესტებდა. ახლობლების თქმით, ასათიანს თავი აქვს დაჩეჩქვილი და დაზიანებები სხეულზეც აღენიშნება.

პრესაგე.ტვ-ისთან საუბრისას, სულიკო ასათიანის ნაცნობი, რომლის ვინაობა შეგნებულად არ სახელდება, ასეთ რამეს ჰყვება: “არ მოველოდით, რომ ასე სასტიკად გაგვისწორდებოდნენ, გაქცევაც ვერ მოვასწარით. ისე გამეტებით გვირტყამდნენ ხელჯოხებს, რომ სულიკოს თავი გაუჩეჩქვეს. ის მიწაზე ეგდო და ხელბორკილი ედო, თუმცა, ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. შემდეგ, იგი თვალთახედვიდან დავკარგე და ამის შემდეგ ცოცხალი არ მინახავს. როგორც ჩანს, დასისხლიანებულმა მაინც მოახერხა გაქცევა, მაგრამ სახურავზე როგორ აღმოჩნდა, არ ვიცი. შესაძლოა, იქ თავად სპეცრაზმელებმა აიყვანეს და დააგდეს, რადგან თავი ისე ჰქონდა გახეთქილი, ალბათ, სისხლისგანაც დაიცალა. პირადად მე, მხუთავი გაზი რომ გაუშვეს, გონება დავკარგე და გონზე საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოვედი. საავადმყოფო პრაქტიკულად გადავსებული იყო დაშავებულებით და ათას რამეს ჰყვებოდნენ. ხალხმა ბოლომდე არ იცის იქ რაც ხდებოდა. რამდენიმე დაზარალებულისგან მოვისმინე, როგორ აყენებდნენ წაქცეულ ადამიანებს შეურაცხყოფას _ სპეცრაზმელები წაქცეულებს ჯერ სცემდნენ და შემდეგ თავზე აშარდავდნენ, მაგრამ ხმამაღლა ვინ იტყვის დამაშარდესო?! ბოლოს, ყველა, ვისაც სიარული შეეძლო, ფეხზე წამოაყენეს და ხელბორკილდადებულები რუსთაველზე ჩაატარეს. ეს საშინელება იყო.”

ისტორია III, IV,V და…

აფხაზეთიდან დევნილი 29 წლის გიორგი მალაზონია პოლიციელებმა 26 მაისის ღამეს სცემეს. გონებადაკარგულ შვილს დედა გადაეფარა _ დაზიანებები თამარ ჯობავამაც მიიღო. დედა-შვილი ერთმანეთს თავისუფლების მეტროსთან დააშორეს. მოგვიანებით დაპატიმრებულმა თამარ ჯობავამ სასტიკად ნაცემი შვილი ქალაქის პოლიციის მთავარ სამმართველოში შემთხვევით ნახა. დარბევიდან დაახლოებით 12 საათის განმავლობაში, ის დედასთან ერთად დაკარგულთა სიაში იყო.

დაკარგულთა სიაში იყო სენაკელი აბესალომ ჯალაღონიაც. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის დააკავეს და ქალაქის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს.

დაკავებულთა შორისაა ყოფილი რესპუბლიკელი მურმან დუმბაძე. ის სხვადასხვა ტელევიზიების მიერ გადაღებულ დარბევის კადრებში ორჯერ მოხვდა. ჩანს, რომ დაკავებისას, დუმბაძე საღ-სალამათია და თავისუფლად გადაადგილდება. ამჟამად კი, თელავის იზოლატორში იმყოფება და სასტიკადაა ნაწამები. დუმბაძის ადვოკატი ამბობს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა და არ გამორიცხავს, მხედველობა დაკარგოს.

ბესო ტაბატაძემ კი მარცხენა თვალი დამოუკიდებლობის ღამეს დაკარგა. ის უპარტიოა. ამბობს, რომ აქციაზე იმ უსამართლობას აპროტესტებდა, რაც ქვეყანაში სუფევს. დარბევის დროს რეზინის 8 ტყვია მოხვდა. პირველი _ თვალში, დამიზნებით 6 მეტრიდან.

ბესო ტაბატაძე: _ გაჩხაკუნების ხმა კი გავიგონე და მესროლეს პირდაპირ სახეში. ვიგრძენი, როგორ გასკდა ჩემი თვალის გუგა.

გასულ კვირაში საზოგადოებრივი მოძრაობის წევრებმა აქციის დარბევის შემდეგ დაკარგულთა სია წარმოადგინეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პარალელურად, დაკავებულთა 105-კაციანი სია გამოაქვეყნა. დაპატიმრებულთა სიებზე სახალხო დამცველის აპარატიც მუშაობდა, ომბუდსმენის სიაში, სამართალდამცველებისგან განსხვავებით, დაპატიმრებულთა რიცხვი თითქმის ორჯერ მეტია. დღემდე ეძებენ დაკარგულებს, რომლებიც დაპატიმრებულთა სიაში არ აღმოჩნდნენ. 26 მაისის შემდეგ ჩვენ სულ სხვა ქვეყანაში ვცხოვრობთ _ იქ, სადაც აქციაზე დაპატიმრებულ და სასტიკად ნაცემ ადამიანებს, მოგვიანებით მაღაზიის სახურავზე გარდაცვლილებს პოულობენ!

გაზიარება3Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

"მეთევზეების" რიგი დადგა

ოპოზიცია დუმს, ხელისუფლება კი ფიქრობს, რომ დარბევა საჭირო იყო

ყველა სიახლე

პოლიტიკა

რა წერია კანონპროექტში, რომელიც უკვე დაიდო პარლამენტის საიტზე

12:59; 30.01.2026
სამართალი

“წამში ჩაქრა ორი ადამიანის სიცოცხლე… სულ დამწვარი იყო მანქანა” – ცნობილია უმძიმესი ავარიის დეტალები

12:42; 30.01.2026
სამართალი

“შეესწრო დაპირისპირებას და უნდოდა მხარეების გაშველება” _ შარაშიძის ადვოკატი

12:28; 30.01.2026
სამართალი

დავით შარაშიძეს 30 000 ლარის გირაოს გადახდა დაეკისრა

12:09; 30.01.2026
სამართალი

“მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა” _ რას შეუფარდებენ დავით შარაშიძეს

11:52; 30.01.2026
სამართალი

ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე განსასჯელის სკამზე – დავით შარაშიძე ბრალს აღიარებს

11:41; 30.01.2026
პოლიტიკა

გიორგი გახარია – ჩემ წინააღმდეგ ბრალდებები აშკარად კოორდინირებულია რუსეთთან და საოკუპაციო რეჟიმთან

10:12; 30.01.2026
მსოფლიო

დონალდ ტრამპი – ირანისკენ ბევრი გემი მიცურავს, კარგი იქნება, თუ მათი გამოყენება არ დაგვჭირდება

10:09; 30.01.2026
Bride and Bridegroom at Wedding
ზაფრანი

ვინ ქორწინდება ყველაზე გვიან

10:07; 30.01.2026
ზაფრანი

ყველაზე ამბიციური პიროვნებები

10:05; 30.01.2026
ზაფრანი

ვის ეძნელებათ თქვან: „მიყვარხარ“

10:03; 30.01.2026
ზაფრანი

ვის აქვთ სამსახიობო ნიჭი

10:01; 30.01.2026
საზოგადოება

ვინ აგებს პასუხს სტადიონის სარეაბილიტაციო თანხის მითვისების გამო და რატომ არიან მოქმედი ჩინოვნიკები პირში წყალჩაგუბებულები

20:10; 29.01.2026
სამართალი

კაცი გარდაცვლილი იპოვეს

19:04; 29.01.2026
პოლიტიკა

ფასების რეგულირების საკითხთან დაკავშირებული დროებითი კომისია პარლამენტში საქმიანობას მომავალ კვირას დაიწყებს

19:03; 29.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო