მანჩესტერელთა ყველაზე მაღალანაზღაურებადმა ფორვარდმა უეინ რუნიმ დუბლი შეასრულა და 200-გოლიან ზღვარს უწია.
რუნიმ 22-ე წუთზე ანგარიში გახსნა, 70-ე წუთზე კი მეორედ დალაშქრა ლენოს კარი. ეს მისი 199-ე და მე-200 გოლები იყო “წითელი ეშმაკუნების” მაისურით. მანჩესტერ იუნაიტედის ისტორიაში 27 წლის რუნი მეოთხე საუკეთესო ბომბარდირია: მხოლოდ ბობი ჩარლტონს (249 გოლი), დენის ლოუს (237) და ჯეკ როულის (211) ჩამორჩება.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ფეხბურთელი, რომლის წლიური შემოსავალი თითქმის 30 მილიონი ევროა (სარეკლამო კონტრაქტების ჩათვლით) მანჩესტერ იუნაიტედში 2004 წლის ზაფხულში გადავიდა ლივერპულის ევერტონიდან. მას შემდეგ რუნიმ 5-ჯერ მოიგო ინგლისის პრემიერლიგა, 2-ჯერ ასოციაციის თასი, 2008 წელს კი ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.
ინგლისის ნაკრებში გატანილი 36 გოლით (84 მატჩში) რუნი ქვეყნის პირველი გუნდის ბომბარდირთა ხუთეულშია.