იპოთეკით დაზარალებული მოსახლეობის საკითხზე კონსულტაციები მთავრობასა და პარლამენტს შორის ამ დრომდე მიმდინარეობს. კანონპროექტის თანახმად, აღსრულების პროცესი 6 თვით უნდა შეჩერებულიყო, თუმცა, ამ დრომდე აღსრულება კვლავ გრძელდება, კანონპროექტის განხილვა კი გაურკვეველი ვადებით შეჩერებულია.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო, რომლის წინააღმდეგ საბანკო სფეროს წარმომადგენლები გამოვიდნენ. ამის შემდეგ კი პრემიერის გადაწყვეტილებით, კანონპროექტის განხილვა შეჩერდა.