უმრავლესობის წევრის ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, ზურაბიშვილის მოსაზრება მცდარია და ჯანსაღ პოლიტიკურ აზრს არ შეესაბამება. დეპუტატი თვლის, რომ ეს იმ პროცესებითაა განპირობებული, რაც ზურაბიშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით “ცესკოსა” და სასამართლოში ხდება
“ჩვენ არანაირი პრორუსული ძალა არ ვართ. მარგველაშვილის და ბურჯანაძის ერთ ტაფაში მოწვა ჯანსაღი პოლიტიკური შეფასება არ უნდა იყოს. არც მარგველაშვილს და არც კოალიციას არ დაუმსახურებია ასეთი შეფასება. მარგველაშვილს პროდასავლური ორიენტაცია აქვს. ნინო ბურჯანაძის პრორუსული ორიენტაცია ცნობილია, თუმცა ბურჯანაძეს სრული უფლება აქვს, ორიენტაცია ჰქონდეს,” _ განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.