(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ფესტივალ “ჩვენებურების” პროგრამით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებულ ფესტივალში მონაწილეობა მიიღო ოზურგეთის ფოლკლორულმა ტრიომ “შალვა, ჩემო”.
ფესტივალი ჩატარდა ნიუ-იორკში, ვაშინგტონსა და ფილადელფიაში. ტრიოს ხელმძღვანელის ტრისტან სიხარულიძის თქმით, ნიუ-იორკში “შალვა, ჩემო”-ს კონცერტებს გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კახა ლომაია ესწრებოდა, ხოლო ვაშინგტონში _ საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ამერიკაში თემურ იაკობაშვილი. ამ ქალაქების შემდეგ, ტრიომ კონცერტები აშშ-ს 8 შტატის 16 ქალაქში გამართა. კონცერტების ორგანიზატორი ხელოვანი და ქართული სიმღერების მცოდნე კარლ ლინიქი იყო.
პროექტი “ჩვენებურები” მომავალ წელს იტალიის ქალაქებში, მათ შორის, ვენეციაშიც გეგმავს ფესტივალის მოწყობას, რომელშიც, “ჩვენებურების” ვიცე-პრეზიდენტის, დარეჯან კუხიანიძის გადაწყვეტილებით, მონაწილეობას ტრიო “შალვა ჩემო” მიიღებს.