სამართალდამცველებმა მისი კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას 122 აბი ნარკოტიკული საშუალება “ექსტაზი” და ნარკოტიკული საშუალება ნედლი “მარიხუანა” ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 22,4 გრამია.
ნარკოლოგიური შემოწმებით დაკავებულს “ოპიუმი”-ს და “მარიხუანა”-ს მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს).